fbpx

ანტიკიტა – უნიკალური ნივთების სივრცე


გააზიარე სტატია

 

“ანტიკიტა” ონლაინ სივრცეა, სადაც ყველაზე უცხო, იშვიათ და უნიკალურ ნივთებს აღმოაჩენთ. აქაურობას თავისი სტილი აქვს. სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის სინთეზი, ეკლექტურობა და ფერები – “ანტიკიტას” ხელწერაა, მისი თვისობრივი მახასიათებელი, რაც ყველა სხვა მსგავსი ტიპის ვირტუალური მაღაზიისგან გამოარჩევს.

“ანტიკიტები” – ძველმანები, ანტიკვარიატი, ავეჯი, ტექსტილი და სხვა უნიკალური დეკორატიული ნივთები გულდასმითაა შერჩეული. ამ სივრცის მთავარი იდეაც ეს არის, მომხმარებლისთვის უკვე შერჩეული პროდუქციის შეთავაზება. 

გარდა ანტიკვარული ნივთებისა, “ანტიკიტა” თავის მომხმარებელს თანამედროვე ნამუშევრებსაც სთავაზობს. მაღაზია თანამშრომლობს ქართველ ხელოვანებთან, მხატვრებთან და დიზაინერებთან. სპეციალურად “ანტიკიტასთვის” იქმნება სხვადასხვა საინტერესო და უნიკალური ნივთები. 

“ანტიკიტა” ინტერიერისა და დეკორის მიმართულებით საკონსულტაციო მომსახურებასაც გთავაზობთ – თქვენი ინტერიერისთვის შესაფერისი სხვადასხვა დეკორატიული ნივთების, ავეჯის, სანათების, ტექსტილის, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების შერჩევას. 

“ანტიკიტას” კონცეფციის ავტორი თათუკა კვაშალია.

“მე გამოვიგონე სივრცე, სადაც გთავაზობთ ნივთებს, რომელიც მე მომწონს. მაღაზიის შექმნის ინსპირაცია მოგზაურობა იყო ირანში, თურქეთში, ევროპის სხვადასხვა ქალაქში, სადაც ეს საქმე ერთგვარი კულტურული მიმდინარეობაა და არა მხოლოდ ვაჭრობა. სამომავლოდ ვგეგმავ მაღაზიის გახსნას, რომელიც არ იქნება მარტო მაღაზია, სადაც ნივთებს შეიძენენ, ამ  ადგილას მოსვლა, დათვალიერება  ყველასთვის სასიამოვნო იქნება!” – თათუკა კვაშალი.

პროექტი “ანტიკიტა” თავისი  სტილითა და ეკლექტურობით ბაზარზე სულ ახლახან გამოჩნდა და უკვე დაიმკვიდრა ადგილი. მალე “ანტიკიტას” საგამოფენო სივრცის გახსნა და სხვადასხვა დიზაინერებთან და ხელოვანებთან ერთად საინტერესო პროექტების განხორციელება იგეგმება. მანამდე კი  Antiquita-ს ინსტაგრამისა და ფეისბუქის გვერდებზე აუცილებლად აღმოაჩენთ უნიკალურ ნივთს თქვენი ინტერიერისთვის.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.