fbpx

უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვების” ჩვენება 9 ივლისს გაიმართება


გააზიარე სტატია

როგორც იქნა, ხანგრძლივი ლოდინი დასრულდა და ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვები” დიდ ეკრანზე ნახოს. 

ფილმის ჩვენება 9 ივლისს Cavea Drive-in კინოთეატრის გახსნაზე გაიმართება. 

“უარყოფითი რიცხვების” პრემიერა ჯერ კიდევ მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, კინოსურათის ჩვენებაც ჩაიშალა. 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ქართული ფილმი, სამხრეთ კორეული კინოფესტივალის, Pyeongchang International Peace Film Festival-ის მთავარ საკონკურსო პროგრამაშიც მოხვდა. 

ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში, რომელიც ადმინისტრაციასთან შეთანხმებით პატიმრების მიერ კრიმინალური კანონებით იმართება, რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გაჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირს, ნიკას მოუწევს არჩევანი გააკეთოს ციხის სისტემაში მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.