fbpx

ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა


გააზიარე სტატია

 

ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მორიკონეს 520-ზე მეტი ფილმისა თუ სერიალის კინომუსიკა ეკუთვნის, მათ შორის არის ისეთი ცნობილი კინოსურათები, როგორებიცაა – Malena, Once Upon a Time in America, Cinema Paradiso. 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ მისი მუსიკა ყოველთვის უმაღლეს შეფასებას იმსახურებდა, კომპოზიტორმა ერთადერთი ოსკარი მხოლოდ 2016 წელს მიიღო The Hateful Eight-ისთვის შექმნილი კინომუსიკისთვის. 2007 წელს კი ამერიკის კინოაკადემიამ მას საპატიო ოსკარი გადასცა. 

 

 

მორიკონე თავისი კარიერის განმავლობაში არაერთი ცნობილ რეჟისორთან თანამშრომლობდა, მათ შორის იყვნენ სერჟიო ლეონე, ბერნარდო ბერტოლუჩი, პიერ პაოლო პაზოლინი და სხვები.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.