fbpx

ლევან აკინმა ახალი ფილმი დააანონსა და პირველი პოსტერი გამოაქვეყნა


გააზიარე სტატია

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შვედურ-ქართული ფილმის, And Then We Danced-ის რეჟისორმა ახალი ფილმი დააანონსა. 

ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით ლევან აკინმა ახალი კინოსურათის, Passage-ის პირველი პოსტერიც გაგვიზიარა და მიგვანიშნა, რომ სიუჟეტი თურქეთში განვითარდება.

ამ ეტაპზე რეჟისორი ახალი ფილმის დეტალებს არ ამხელს, თუმცა ჯერ კიდევ 2019 წელს გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ფილმი საქართველოდან სტამბოლში მოგზაურობაზე მოგვითხრობს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.