fbpx

მოგენატრათ სპექტაკლების ნახვა? ვაკის პარკის ღია კინოთეატრში 7 ივლისიდან გელიან


გააზიარე სტატია

 



თეგები: თეატრი, ქალაქი, აფიშა


მოგენატრათ სპექტაკლების ნახვა? ვაკის პარკის ღია კინოთეატრში, “კლუბ 33 ა-ში” 7 ივლისიდან გელიან. 

ვაკის პარკის ღია კინოთეატრ “კლუბ 33 ა-ში” 100 სკამი გელოდებათ, რა თქმა უნდა, 2-მეტრიანი დისტანციისა და ყველა წესის დაცვით. აქ თქვენი საყვარელი სპექტაკლები,  მსახიობები და რეჟისორები  დაგხვდებიან, ისინი ხომ პანდემიისთვის შექმნილი რეგულაციების გამო დაცარიელებულ თეატრში, მაყურებლის გარეშე დარჩნენ. პროექტმა  “100 სკამი ცის ქვეშ “  ყველა გააერთიანა და მათი ერთიანი ძალისხმევით თეატრის ჯადოსნურობამ ღია ცის ქვეშ გადმოინაცვლა. 

7 ივლისიდან  ყოველ  სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, 22:00-ზე ნახავთ თქვენთვის საყვარელ  სპექტაკლებს. 

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ლინკს. 

 

პ რ ო გ რ ა მ ა 

  • 7 ივლისი (გახსნა)  –  მუსიკისა და დრამის  თეატრი  –  „გაყრა“    – რეჟისორი: დავით დოიაშვილი
  •  8 ივლისი  –  თეატრი ათონელზე –  „მორალი“   – რეჟისორი:  პაატა ციკოლია
  • 9 ივლისი  –  მოზარდ მაყურებელთა თეატრი – 18:00 სთ.  –  „გვესტუმრეთ ზღაპართა ქვეყანაში“;   22:00 სთ.  – „აურზაური არაფრის გამო“  –   რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი 
  • 14 ივლისი  –  სოხუმის თეატრი – „იაკიში და პუპჩე“  – რეჟისორი – დავით საყვარელიძე
  • 15  ივლისი  –  რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა  –  მურმან ჯინორიას სპექტაკლი – „ქარი მწყურია მე პირდაპირი“
  • 16 ივლისი –  მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი – „7 პპ“ –   რეჟისორი:  ზურაბ გეწაძე
  • 21 ივლისი  –  მარჯანიშვილის თეატრი  –  „მთვრალი ალუბალი“  –  რეჟისორი: ლევან წულაძე
  • 22 ივლისი – ილიაუნის თეატრი – „რიჩარდ III“   –  რეჟისორი: კახაბერ შარტავა
  • 23 ივლისი –  თოჯინების თეატრი  –  „საქართველო“  –  რეჟისორი:  ნიკოლოზ საბაშვილი
  • 28 ივლისი –  „ხედი სასტუმრო საქართველოდან“ – ვანო ხუციშვილის დამოუკიდებელი პროექტი
  • 29 ივლისი – თავისუფალი თეატრი  –   „2030 დასაკარგი არაფერი გვაქვს“   –   რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი
  • 30 ივლისი  –  თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი  –  „ბალადა ვეფხისა და მოყმისა“  –  რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე
  • 4 აგვისტო  –   „ზიპო“  – პაატა ციკოლიას დამოუკიდებელი პროექტი 
  • 5 აგვისტო  –  ფოთის თეატრი  –  „ხრამუნა“  –  რეჟისორი: პაატა ციკოლია
  • 6 აგვისტო  –  ცხინვალის თეატრი  –  „ჯაყო“ –   რეჟისორი: გოჩა  კაპანაძე
  • 11 აგვისტო  –  (პროექტის დახურვა) – მოძრაობის თეატრი  –  „რეჩიტატივი ქალაქში” –   რეჟისორი: კახა ბაკურაძე

იცოდით, რომ თეატრმა ღია ცის ქვეშ გადმოინაცვლა? 

მონაწილეობენ:

  • მუსიკისა და დრამის თეატრი
  • თეატრი ათონელზე
  • მოზარდ მაყურებელთა თეატრი
  • სოხუმის თეატრი
  • რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა
  • მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
  • მარჯანიშვილის თეატრი
  • ილიაუნის თეატრი 
  • თოჯინების თეატრი 
  • თავისუფალი თეატრი 
  • თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
  • ფოთის თეატრი
  • ცხინვალის თეატრი
  • მოძრაობის თეატრი
  • ვანო ხუციშვილის დამოუკიდებელი პროექტი
  • პაატა ციკოლიას დამოუკიდებელი პროექტი

 

წარმოდგენები გაიმართება ყველა რეგულაციის დაცვით.

კოვიდ 19-თან დაკავშირებით, ვითარების შესაძლო გამწვავების პირობებში, ბილეთების დაბრუნება შესაძლებელი იქნება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.