fbpx

დევიდ ლინჩმა Youtube-ზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი ატვირთა – iD


გააზიარე სტატია

ავტორი: დუგლას გრინვუდი

 

პანდემიამ ამერიკელ კინორეჟისორს, დევიდ ლინჩს უბიძგა, რომ მისი ზოგიერთი ნამუშევარი გაასაჯაროოს. მან სულ ახლახან  YouTube-ზე ატვირთა ახალი მოკლემეტრაჟიანი DIY ფილმი, სახელწოდებით The 3Rs.

ფილმი თავდაპირველად ტრეილერი უნდა ყოფილიყო 2011 წლის ვენის კინოფესტივალისთვის. ის მთლიანად შავ-თეთრ ფერებშია გადაღებული და მისი მთავარი გმირია ზრდასრული ჯენტლმენი, სახელად პიტი. მოკლემეტრაჟიან ფილმში მას ხელებში ქვები უჭირავს, ქალი პერსონაჟი კი ამბობს: “რამდენი ქვა აქვს პიტს?” ორი ქალი სავარაუდო რაოდენობას დაფაზე წერს, ფონად კი ბუზების ხმა ისმის. იხვის სათამაშოს ვიღაც ყელს გამოსჭრის, პიტი კი მიწაზე ჩაქუჩს ურტყამს – მაყურებელს არც ისე სასიამოვნო გრძნობა ეუფლება, მაგრამ ეს ნამდვილად დევიდ ლინჩის სტილია.

შესაძლოა ამგვარი DIY ვიდეოები რეჟისორის ბუნებრივი პასუხია, რადგან მას კარანტინში უფრო ფართომასშტაბიანი ფილმების გადაღება არ შეუძლია. 

ორიგინალი: https://i-d.vice.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.