Facebook და Instagram მომხმარებლებს ნიღბის ტარებას შეახსენებენ – iD
ავტორი: როისინ ლანიგანი
კარანტინი მსოფლიო მასშტაბით ნელ-ნელა მსუბუქდება და მილიონობით ადამიანს ახალ რეალობასა და სოციალიზაციასთან უწევს ადაპტირდება. მეტიც, დღემდე განხილვის საკითხია, უნდა გვეკეთოს თუ არა სახის ნიღაბი გარეთ გასვლისას.
რამდენიმე დღის წინ Facebook-მა საინფორმაციო კამპანია დააანონსა, რომელიც მომხმარებელს გარეთ გასვლისას ნიღბის ტარებისკენ მოუწოდებს.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ Facebook-ისა და Instagram-ის ნიუს ფიდში გამოჩნდება სპეციალური მესიჯი – “ატარე სახის ნიღაბი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად”, სპეციალური ბმულებით კი მომხმარებელი ყალბი ნიუსებისა და COVID-19-ის საინფორმაციო ცენტრის ლინკებზე გადავა.
ეს სიახლე შეიძლება უმნიშვნელოდ ჩანდეს, მაგრამ, სინამდვილეში, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია სოციალური მედიის მხრიდან, რადგან პანდემიის პერიოდში კონსპირაციული თეორიები და მავნე ცრუ ინფორმაციები გავრცელდა. Twitter-მა სულ ახლახან დონალდ ტრამპის ერთ-ერთ ვიდეოზე გაფრთხილების სახით მომხმარებელს მოუწოდა, რომ ის “მანიპულირებულ მედიას” წარმოადგენს, Facebook-მა კი ყალბი ამბების გამოაშკარავება დაიწყო.
უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია საკუთარი და გარშემომყოფების უსაფრთხოების დაცვა, ეს კი ნიღბის ტარებით შეგვიძლია.
ორიგინალი: https://i-d.vice.com/