fbpx

აქ. ახლა – ადგილები საქართველოში, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო ზაფხულის განმავლობაში


გააზიარე სტატია

საუკუნის ისტორიის მქონე კურორტი შოვი

1905 წელს ქვემო რაჭველმა შამშე ლეჟავამ ვენაში, სამედიცინო უნივერსიტერში ჩააბარა. საკურორტო საქმიანობით გატაცებულმა შამშემ ევროპის კურორტები შეისწავლა, 1910 წელს კი საქართველოში დაბრუნდა და კურორტის ასაშენებლად ადგილის ძებნა დაიწყო.

მალევე შამშემ შოვის ტერიტორია აღმოაჩინა და 1923 წელს კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები სწრაფი ტემპით წარიმართა და რამდენიმე წელიწადში აშენდა 2 სანატორიუმი, პოლიკლინიკა, ელექტროსადგური, მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლი… მას შემდეგ შოვში მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოები აღარ ჩატარებულა.

მდინარე ტეხურა

მდინარე ტეხურა მარტვილისა და სენაკის რაიონების ტერიტორიაზე გაედინება. 108 კმ სიგრძის მდინარე ზღვის დონიდან 2400 მეტრზე იღებს სათავეს და საბოლოოდ რიონს უერთდება. ხეობის ზემო ნაწილში მდებარეობს კურორტი ლებარდე. მდინარე განსაკუთრებული ფერით და სიღრმით გამოირჩევა. მისი კლდოვანი სანაპიროები კი ყოველდღიურად ბევრ ადამიანს იღებს სტუმრად. ტეხურაში ნოქალაქევთან ახლოს ცხელი გოგირდის წყალი ჩაედინება, რომელიც თავის მხრივ, სამკურნალო მინერალებს აძლევს და ათბობს  მდინარეს.

ნოქალაქევი

ნოქალაქევი სამეგრელოში, მდინარე ტეხურის მარცხენა სანაპიროზე გაშენებული ციხე-ქალაქია. ისტორიული წყაროების თანახმად, ქალაქი ძვ.წ III საუკუნეში ეგრისის ერისთავმა ქუჯიმ ააშენა.

ძველ წყაროებში ციხეგოჯად მოხსენიებული ანტიკური ქალაქი სენაკიდან 17 კილომეტში მდებარეობს.

აბუდელაურის ტბები

აბუდელაურის ტბები ხევსურეთში, სოფელ როშკადან 7 კილომეტრში მდებარეობს, საიდანაც ყველაზე მარტივი გზა მიდის ამ ადგილის მოსანახულებლად. აბუდელაურის ტბები მოიცავს სამ ტბას – მწვანე ტბა, ლურჯი ტბა და თეთრი ტბა. მწვანე და ლურჯი ტბები თითქმის გვერდიგვერდ მდებარეობს, ხოლო თეთრი ტბა ცოტა მოშორებით, ჭაუხის მასივის ძირში მდებარეობს და შედარებით უფრო რთული მისასვლელი აქვს.

ლურჯ ტბასთან დაკავშირებულია ძველი ქართული ლეგენდა დევებისა და იახსარის შესახებ.

თუშეთი, ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური გზა საქართველოშ

კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს.

აქ მოხვედრა საქართველოში ყველაზე მაღალი, აბანოს უღელტეხილის გავლითაა შესაძლებელი. აქ სეზონი ზაფხულში იხსნება და დიდთოვლობის გამო ადრე შემოდგომაზე მთავრდება.

ისტორიული მხარის ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი ომალო.

ოკაცეს ჩანჩქერი

3 საფეხურად გადმომავალი ჩანჩქერების კასკადი ერთ-ერთი ყველაზე დიდია საქართველოში.

ჩანჩქერი სოფელ კინჩხაში, მდინარე საწისქვილეს ხეობაში, პრომეთეს მღვიმედან და მარტვილის კანიონიდან დაახლოებით თანაბარ მანძილზე – 20 კილომეტრში მდებარეობს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.