fbpx

აქ. ახლა რადიო


გააზიარე სტატია

ჩვენს ირგვლივ, აქ და ახლა, ყოველ წამს ხმაურია – ზოგჯერ ჰარმონიული, ზოგჯერ ნაკლებად. სამყარო ხმების სინთეზია, რომელსაც ადამიანის ყური დაბადებიდან ეჩვევა, შემდეგ მათთან კავშირს თითქოს კარგავს და მხოლოდ მაშინ აღმოაჩენს თავიდან, როცა პირისპირ, ერთი-ერთზე დარჩება მასთან. არადა, ასეთ ხმაურს, ტალღებისა და ბგერების, ნოტებისა და მუსიკის თამაშს, ადამიანის განწყობის ამაღლება, მისი გაძლიერება და მოტივირება შეუძლია. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათთან მუდმივი კავშირი, მეტი სიახლოვე გვჭირდება.

აქ. ახლა რადიო თიბისის კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც სულ მალე იხილავს მზის შუქს. ჯერჯერობით უცნობია, რის მოსმენას შევძლებთ აქ. ახლა რადიოში, თუმცა ცნობილია, რომ ეს არა FM ტიპის, არამედ ვებზე დაფუძნებული პლატფორმა იქნება. აქ. ახლა რადიოში კონტენტი რომ მრავალფეროვანი იქნება, ამაში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რადგან თიზერი, რომელიც თიბისის გვერდმა გაავრცელა, ამის წინაპირობას ნამდვილად ქმნის.

აქ. ახლა – რადიო

მალე – აქ.ახლა რადიო

Gepostet von ცა – TSA Music am Freitag, 10. Juli 2020

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ და შემდეგ ყველამ ერთად მოვუსმინოთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.