fbpx

ვენური დაავადებები, ზაფხული და რჩევები


გააზიარე სტატია

 

სტატიას წარმოგიდგენთ:

ავტორი: თამარ ბენდელიანი


 

ზაფხულის ცხელი დღეები სისხლძარღვების გაფართოებას უწყობს ხელს, სისხლის არათანაბრად გადანაწილების გამო ქვედა კიდურების შეშუპება ხდება, შესაბამისად სიმძიმის და დისკომფორტის შეგრძნება მატულობს. რა უნდა გავითვალისწინოთ მიმდინარე სეზონზე, ჩვენ გირჩევთ:

ქრონიკული ვენური უკმარისობა

ვენური უკმარისობის დროს ვენებს ქვედა კიდურებიდან გულამდე სისხლის მიწოდება ურთულდება. წონის მატება, ორსულობა, ხანგრძლივი ჯდომა ან დგომა, გენეტიკური ფაქტორები, ასაკი ის მთავარი რისკფაქტორებია, რის დროსაც ვითარდება ვენური უკმარისობა.  საწყის სტადიაში აღინიშნება წვის და ტკივილის შეგრძნება წვივის არეში, საღამოობით ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, მნიშვნელოვანია, პირველივე სიმპტომების შენიშვნის შემდეგ მიმართოთ სპეციალისტს და უფრო მარტივად მოაგვაროთ აღნიშნული დისკომფორტი. სიმპტომების გამწვავების შემდეგ კი შესაძლოა მძიმე გართულებები განვითარდეს, კანზე ფერი შეიცვალოს, ჩამოყალიბდეს წყლული და ა.შ.

მდედრობითი სქესი

ვენური პრობლემები სტატისტიკურად ქალებში უფრო მეტად ვლინდება, რადგან ხშირად ორსულობა ხდება მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი, წონის უეცარი მატება და ნაყოფის მენჯის ღრუზე ზეწოლა ქვემო კიდურებიდან ვენურ ნაკადს აფერხებს. ასევე მთავარ როლს თამაშობს ჰორმონი – პროგესტერონი. სწორედ აღნიშნული მიზეზები ხდება მამაკაცებთან შედარებით სტატისტიკურად მაღალი მაჩვენებელის მიზეზი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ წონას, აკონტროლოთ სწორი კვების რეჟიმი, მოერიდოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლების ტარებას, დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით და დიდი ხნით უმოძრაოდ ნუ იქნებით დღის განმავლობაში.

ზაფხული და ცხელი დღეები

ცხელი სეზონი და რუჯი ვენურ პრობლემებს უფრო მეტად ართულებს, ამიტომ სასურველია მსგავსი ჩივილების დროს შუადღის მზეს მოერიდოთ, დილის და საღამოს საათებში იცუროთ, რაც სასარგებლოც კი არის, რადგან ვენური შეგუბება არ ხდება და წყალი დადებითად მოქმედებს, რასაც კატეგორიულად ვერ ვიტყოდით მზეზე, ზღვის სანაპიროზე თუ გეგმავთ დასვენებას, ეცადეთ ფეხები მოარიდოთ აქტიურ მზის სხივებს, სიგრილე და გრილი შხაპი კი პირიქით – მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.