fbpx

ჩიზქეიქი ნინო ჟორჟოლაძისა და Home cooking adventures-ისგან


გააზიარე სტატია

ინგრედიენტების რაოდენობა  მოცემულია 24 სმ დიამეტრის ფორმისთვის

ჩემი დაკვირვებით, იდეალური ჩიზქეიქისთვის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი პირობაა  ის, რომ ორცხობილა უნდა გამოაცხოთ სახლში! ნაღების ყველსაც თუ თავად დაამზადებთ, მთლად უკეთესი. მოკლედ, ძალიან დიდ სხვაობას ქმნის  ეს ორი ფაქტორი და მე სწორედ ასე ვიქცევი. 

 

ბაზა:

  • 450 გ ვანილის ორცხობილა
  • 120 გ დარბილებული კარაქი (ოთახის ტემპერატურის)

 

ჩიზქეიქისთვის:

  • 240 გ ნიგოზი
  • 240 გ შაქარი
  • 1 კგ ნაღების ყველი
  • 50 გ შაქარი (შეგიძლიათ საერთოდ არ დაუმატოთ ან ცოტა მეტი გამოიყენოთ, თქვენი გემოვნებით)
  • 2 ც კვერცხი
  • 40 გ სიმინდის სახამებელი
  • 140 გ ნაღები
  • ვანილი

 

მოსართავად:

  • 200 გ ცხიმიანი ნაღები
  • მარილიანი კარამელი (კარამელის რეცეპტი იხილეთ ჩემს  პოსტში, რომელიც ეხება სტაფილოს ნამცხვარს);

 

მომზადების წესი:

  • ორცხობილა დააბლენდერეთ და აურიეთ დარბილებულ კარაქთან ერთად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.   გაანაწილეთ ფორმაში, ამოიყვანეთ გვერდები და შედგით საყინულეში 15 წუთით. მანამდე გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ 10 წუთი. გააცივეთ კარგად.
  • მოამზადეთ პრალინე ჩიზქეიქისთვის. ნიგოზი მოხალეთ და დაჭერით საშუალო ნაწილებად. შაქარი გაალღვეთ სქელძირიან ქვაბში, საშუალო ცეცხლზე. ქარვის ფერს რომ მიიღებს, დაასხით ზემოდან დაჭრილ ნიგოზს. გააცივეთ. დატეხეთ საშუალო ნაწილებად და დააბლენდერეთ.
  • ღრმა ჯამში მოათავსეთ ნაღების ყველი (აუცილებლად უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის!) შაქარი, ნაღები, კვერცხი, ვანილი, სახამებელი და პრალინე. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩაასხით ფორმაში. ღუმელის ძირზე დადგით ფორმა მდუღარე წყლით. გაახურეთ ღუმელი 150 გრადუსზე და გამოაცხვეთ ჩიზქეიქი 1.30 საათი. რომ მიხვდეთ, მზადაა თუ არა,  კოვზის ტარი მიარტყით ფორმის გვერდს, უნდა შეირხეს მხოლოდ ჩიზქეიქის შუაგული. ღუმლიდან ეგრევე არ გამოიღოთ, შეაღეთ  კარი და დატოვეთ 30 წუთი. შემდეგ გამოიღეთ და გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე. გადააკარით საკონდიტრო პარკი და შედგით მაცივარში მთელი ღამით.
  • მოსართავად ამოიყვანეთ ნაღები, მოამზადეთ კარამელი. 

ჩიზქეიქი ძაან კალორიულია, მაგრამ, ამავდროულად, ძაან გემრიელი. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.