Must Have ქართული საზაფხულო ატრიბუტები
Must Have საზაფხულო ატრიბუტები
მიუხედავად სოციალური დისტანციისა და დაწესებული რეგულაციებისა, ზაფხულისთვის ყველა ემზადება. სადაც უნდა მიემგზავრებოდეთ, როგორც უნდა აპირებდეთ შვებულების გატარებას, საზაფხულო ატრიბუტების საჭიროება გარდაუვალია. ყველაზე მზიან სეზონთან სიმსუბუქე და სიჭრელე, კაშკაშა ფერები და მარტივი ფორმები ასოცირდება. ჩვენ შევეცადეთ, შეგვერჩია ის ნივთები, რომლებიც ყველაზე უფრო უხდება ზაფხულს, კომფორტულია და თან ქართულია.
Asteroid B612
პროექტის Asteroid B612 იდეა ქართველი არტისტების ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობაა. თქვენ აქ აღმოაჩენთ უნიკალურ პრინტებს, რომელიც თანამედროვე ხელოვანებმა სპეციალურად Asteroid-B612-ისთვის შექმნეს. ინსპირაცია გალაქტიკაა. ამ სივრცეში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ნაჭრის ჩანთები ყველაზე უცხო, უნიკალური პრინტებით.
Rose Moda
მათთვის, ვისაც ზაფხულში ჩანთა ამძიმებს, ნაჭრის გადასაკიდი ჩანთები იდეალური მიგნებაა. სწორედ ასეთებს წარმოგიდგენთ Rose Moda. სადა, სხვადასხვა ფერის ნაჭრის ჩანთები კომფორტულია როგორც ქუჩაში, ასევე სანაპიროზე სატარებლად.
დარაია
კაშკაშა, ჭრელი ფერები და უნიკალური პრინტები – “დარაია” ყველაზე ორიგინალურ საცურაო კოსტიუმებს გთავაზობთ. ამ ულამაზეს პრინტებს სპეციალურად “დარაიასთვის” მარიამ ბარდაძე ქმნის. თუ გინდათ, რომ ზღვის პირას ყველაზე გამორჩეული და თვალისმომჭრელი იყოთ, ესტუმრეთ “დარაიას” ონლაინ მაღაზიას. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ გრილი, საზაფხულო კაბები.
Ambory – love the drama of a hat
კიდევ ერთი, ზაფხულისთვის აუცილებელი ატრიბუტი ქუდია. Ambory წარმოგიდგენთ ყველაზე სადა, მინიმალისტურ ქუდებს, რომელიც როგორც ზღვასა და აუზზე, ისე ქუჩაშიც შეგიძლიათ მოირგოთ. აღმოაჩინეთ თქვენი სტილი და ამავდროულად, თავი დაიცავით ულტრაიისფერი სხივებისგან.
F – lovers
ზაფხულის ასოციაციისას პირველად ყვავილები გვახსენდება. F-lovers ყველაზე ფერადოვანი და სურნელოვანი სივრცეა, სადაც ყვავილების სიჭრელეში თქვენ აღმოაჩენთ ზაფხულისთვის სხვა აუცილებელ ატრიბუტებსაც. F-lovers გთავაზობთ კიმონოების მრავალფეროვან არჩევანს. სხვადასხვა ქსოვილის და ფერების მოსაცმელები იდეალურია ზღვისთვის.
Amaria – Easy Love Mini
ამარია – ეს სახელწოდება ძალიან საინტერესო კონცეფციას მალავს – “მარტივ სიყვარულს”. სიყვარულით შექმნილი დიზაინი, რომელიც სრულიად განსხვავებულია იმისგან, რაც აქამდე გინახავთ. Amaria ახალი სიტყვაა ბაზარზე. ჯერჯერობით ის მხოლოდ კონკრეტული დიზაინის ჟურნალის მაგიდებს და ბეჭდებს გთავაზობთ. მარტივი და ტრივიალური ფორმა – გული – ყველაზე არაორდინარული დიზაინით. “ამარიას” ფერადი ბეჭდები ის დეტალია, რომელიც ძალიან უხდება ზაფხულს.
პროპაგანდა
თუ თქვენ პანდემიის პირობებში დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე რჩებით და საზაფხულო შვებულებისას მუშაობა გიწევთ, აუცილებლად დაგჭირდებათ ჩანთა ლეპტოპისთვის. არტ-ორგანიზაცია “პროპაგანდა” თავის ონლაინმაღაზიაში, სადაც არაერთ საინტერესო ნივთსა თუ შემოქმედებითი შრომისათვის საჭირო ხელსაწყოებს აღმოაჩენთ, გთავაზობთ ნოუთბუქის ჩანთებს. ცისფერი და მუქი ლურჯი ჩანთები უნიკალური პრინტით პრაქტიკულობასთან ერთად, ძალიან გამორჩეული და თვალშისაცემია.
საჩუქარი
მათთვის, ვისთვისაც სამკაული ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, “საჩუქარი” წარმოგიდგენთ სრულიად განსხვავებულ აქსესუარებს. თითბრის, ბუნებრივი ქვებისა და მარგალიტების სინთეზი, ულამაზესი ყელსაბამები, სამაჯურები და საყურეები თქვენს სტილს კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის. აღმოაჩინეთ “საჩუქარის” ვირტუალურ სივრცეში ყველაზე უფრო საზაფხულო სამკაული.
გიორგი ქებურიას სათვალე
ზაფხული სათვალის გარეშე წარმოუდგენელია. ქალაქში, ზღვაზე თუ მთაში სათვალე აუცილებელი ატრიბუტია, რომელიც მკვეთრ სინათლეს ანეიტრალებს და ამასთან, ულტრაიისფერი სხივებისგან გვიცავს. ალბათ ყველას გვახსოვს გიორგი ქებურიას წვრილი სათვალე, რომელიც გასულ წლებში მსოფლიო ტრენდად იქცა. წელსაც ქართველი დიზაინერი გამორჩეული სტილის სათვალეს გვთავაზობს, რომელიც ზაფხულში საუკეთესო არჩევანია.
Idee Fixe
ყველაზე მსუბუქი, მარტივი და ჰაეროვანი ფეხსაცმელები – Idee Fixe გთავაზობთ რბილი ტყავისგან შეკერილ, კომფორტული ფეხსაცმელების არჩევანს. აქ თქვენ აღმოაჩენთ სხვადასხვა ფერის სანდლებს. Idee Fixe – მინიმალიზმი და მარტივი ფორმები, რომელიც ყველა სტილს ესადაგება.
Rosebud
დეტალები, რომელიც ჩვენს სტილს ქმნის – ეს არის Rosebud-ის კონცეფცია. ვირტუალური სივრცე, სადაც თქვენ ყველაზე საჭირო და განსხვავებული დიზაინის ატრიბუტებს აღმოაჩენთ. “როუზბადის” აბრეშუმის შარფები იდეალურად ესადაგება საზაფხულო განწყობას. აბრეშუმის ქსოვილზე დატანილი ულამაზესი პრინტები ყველა სიტუაციაში შეგიძლიათ მოირგოთ. შარფი ის დეტალია, რომელიც არასდროსაა ზედმეტი.
Giovanni Mora
ნატურალური ქსოვილის და აბრეშუმის საზაფხულო ჩანთების არჩევანს Giovanni Mora გთავაზობთ. მსუბუქი, გამორჩეული და უნიკალური დიზაინის ჩანთების თემატიკა ყვავილები და გაზაფხულ-ზაფხულია. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ თმის ფერადი ბაფთები, რომელიც საზაფხულო განწყობას კიდევ უფრო აგიმაღლებთ.