fbpx

ჯონ ტრავოლტას მეუღლე, კელი პრესტონი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა


გააზიარე სტატია


ჯონ ტრავოლტას მეუღლე, მსახიობი კელი პრესტონი 57 წლის ასაკში მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა. ინფორმაცია პრესტონის გარდაცვალების შესახებ ჯონ ტრავოლტამ ინსტაგრამისა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდებზე გაავრცელა. 

ტრავოლტას თქმით, მის ცოლი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გმირულად ებრძოდა ვერაგ დაავადებას, თუმცა, სამწუხაროდ, დამარცხდა. მსახიობმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ცოლის ექიმებსა და მეგობრებს. 

“დამძიმებული გულით გაცნობებთ, რომ ჩემმა მშვენიერმა ცოლმა, კელიმ, მკერდის სიმსივნესთან 2-წლიანი ბრძოლა წააგო. ამდენი ადამიანის სიყვარულითა და მხარდაჭერით მან მამაცურად იბრძოლა. მე და ჩემი ოჯახი ყოველთვის მადლიერები ვიქნებით მისი ექიმებისა და ექთნების, ყველა სამედიცინო ცენტრის, რომელიც დაგვეხმარა, ისევე, როგორც ბევრი მეგობრისა და საყვარელი ადამიანის, რომლებიც მის გვერდით იყვნენ. 

კელის სიყვარული და სიცოცხლე ყოველთვის გვემახსოვრება. ცოტა დრო დამჭირდება, რათა ჩემი შვილების გვერდით ვიყო, რომელთაც დედა დაკარგეს, ამიტომაც, მაპატიეთ, თუკი ჩემგან ცოტა ხანს ვერაფერს გაიგებთ”. – წერს ტრავოლტა ინსტაგრამზე. 

 

View this post on Instagram

It is with a very heavy heart that I inform you that my beautiful wife Kelly has lost her two-year battle with breast cancer. She fought a courageous fight with the love and support of so many.  My family and I will forever be grateful to her doctors and nurses at MD Anderson Cancer Center, all the medical centers that have helped, as well as her many friends and loved ones who have been by her side. Kelly’s love and life will always be remembered. I will be taking some time to be there for my children who have lost their mother, so forgive me in advance if you don’t hear from us for a while.  But please know that I will feel your outpouring of love in the weeks and months ahead as we heal. All my love, JT

A post shared by John Travolta (@johntravolta) on

40-წლიანი კარიერის განმავლობაში კელი პრესტონმა 72-ზე მეტ ფილმსა და სატელევიზიო სერიალში ითამაშა. მათ შორის  ისეთ ცნობილ კინოსურათებში, როგორებიცაა: Twins, Jerry Maguire, Holy Man და ა.შ

ტრავოლტამ და კელიმ 1991 წელს იქორწინეს. მათი  3 შვილიდან   ერთ-ერთი, ჯეთი,  2009 წელს გარდაიცვალა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.