fbpx

ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა “კირკე” წარმოგიდგენთ პერფორმანსის ონლაინჩვენებას


გააზიარე სტატია

 

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ პერფორმანსის ონლაინჩვენებას: 

  •  9 ნაბიჯი მტვრისკენ #4
  •  თარიღი: 17 ივლისი
  • დრო: 20:00
  • FB LIVE

 

პერფორმანსის შესახებ:

 ეს ცეკვა ცხრასაფეხურიანი სხეულის გახრწნის გრაფიკული გამოსახვით – “კუსოზუთია” ინსპირირებული. ბუდისტურ ხელოვნებაში “კუსოზუ” ქალის სხეულს გამოხატავს.  შინაგანი და გარეგანი ტრანსფორმაციის ცხრა საფეხურში ეს დადგმა საკუთარ ფიზიკურ მეტამორფოზას პოულობს. კატას ცხრა სიცოცხლე აქვს, შემდეგ დგება მტვერი. მტვრის დანიშნულება ახალი კატაა. “სხვა ნაბიჯი მტვრამდე”  პერფორმანსების სერიაა, რომელიც  სხვადასხვა მიდგომებსა და წარმოდგენებს შეისწავლის.

 

დუო ITAKO

  • კონცეფცია, ქორეოგრაფია, შესრულება: Yuko Kaseki
  • მუსიკა: Kazuhisa Uchihashi
  • განათების დიზაინი: Teo Vlad
  • ფოტო: Sigel Eschkol

 

იოკო კასეკი ასევე ჩაატარებს ონლაინვორქშოფებს:

  • ბუტოს ტრეინინგი – ვიბრაციები ერთმანეთთან თანხვედრაში
  • თარიღები: 20, 26 ივლისი
  • ხანგრძლივობა: 90 წუთი
  • ვორქშოფები ჩატარდება პროგრამა ZOOM მეშვეობით

 

ვორქშოფის შესახებ:

ბევრი ადამიანი აღიქვამს პიროვნულ  ცნობიერებას ამ ვორქშოფის მეშვეობით. მოუსმინეთ თქვენი სუნთქვის ზედაპირულობასა და სიღრმეს, თქვენს გარშემო არსებულ ხმას და იპოვეთ მტვრის დაგროვების ადგილი – მიიტანეთ ის თქვენს სხეულში ისე, რომ არ დაგავიწყდეთ  მომენტი, როდესაც ურთიერთობა სხეულთან და გარემოსთან ინტენსიურია. 

გამტარი სხეულის გახურება, შინაგანი და გარეგანი მგრძნობელობის გაღვიძება. შემდეგ გადავალთ საგნებითა და ელემენტებით იმპროვიზაციაზე. იმოძრავეთ თქვენი მემბრანით, რომ დაუკავშირდეთ დაშორებულ სხვებს.

 

ინფორმაცია ვორქშოფებზე დასწრების მსურველთათვის:

  • ვორქშოფები განკუთვნილია პროფესიონალი და მოყვარული პერფორმერებისა და არტისტებისთვის.
  • ვორქშოფში მონაწილეობის მსურველებმა 17 ივლისის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე მისამართზე: [email protected]
  • სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: Online Workshop
  • აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა – 17 ივლისი
  • ვორქშოფში მონაწილეთა რაოდენობა: 10
  • სამუშაო ენა: ინგლისური

 

ბიოგრაფია:

იუკო კასეკი – რეჟისორი, ბუტოს მოცეკვავე (თანამედროვე ავანგარდული ცეკვა, რომელიც იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა), იმპროვიზატორი და მასწავლებელი – აწყობს პერფორმანსებს,  იგი ბერლინში 1995 წლიდან მოღვაწეობს. კასეკი ბუტოს ცეკვას და პერფორმანსის ხელოვნებას დაეუფლა ბრაუნშვაიგში, ანცუ ფურუკავას კლასში, რომლის დასში – Butter Tokio and Verwandlungsamt-ში 1989-2000 წლებში ცეკვავდა.

1995 წელს იუკო კასეკიმ და მარკ ატესმა დააარსეს ქორეოგრაფიული დასი – კოკასეკი, რომელიც  მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში პერფორმანსის არტისტებთან, მუსიკოსებთან და ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენლებთან ერთად.

 იუკო კასეკი ანსამბლებთან ერთად სოლო იმპროვიზაციებით გამოდიოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, ასევე  იაპონიის, ტაივანის, კორეის, მალაიზიის, კანადის, მექსიკის, ბრაზილიის, ჩილეს, ურუგვაის, არგენტინის, ავსტრალიის, ინდოეთის, რუსეთის, ბურკინა ფასოს და ამერიკის სცენებზე. მისი ნამუშევრები სავსეა პოეტური და ცოცხალი სურათხატებით; მისი პერფორმანსები აუტსაიდერის ეგზისტენციის გააზრებისა და მისი ასახვის მცდელობაა.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.