fbpx

ფოტო: პედრო ალმოდოვარმა და ტილდა სვინტონმა ერთობლივ ფილმზე მუშაობა დაიწყეს


გააზიარე სტატია

 

და აი, ნანატრი დღეც დადგა, როცა შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დიდი ხნის წინ დაპირებული პედრო ალმოდოვარისა და ტილდა სვინტონის საერთო პროექტის გადაღებები დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ლეგენდარულმა ესპანელმა რეჟისორმა თავისი პირველი ინგლისურენოვანი ფილმი დააანონსა, სადაც მთავარ როლს სწორედ ოსკაროსანი ტილდა სვინტონი შეასრულებს. 

რამდენიმე საათის წინ გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოც გავრცელდა. 

 

 

The Human Voice: ეს იქნება ფილმი, სადაც მხოლოდ ტილდას პერსონაჟსა და მის ძაღლს ვიხილავთ. პროექტი  ჟან კოქტოს  ერთმოქმედებიან  პიესაზეა დაფუძნებული, რომელსაც იდენტური სახელწოდება აქვს. სცენარის მიხედვით კი ფილმის მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ მისი შეყვარებული სხვა ქალზეა დაქორწინებული. რეჟისორი ფიქრობს, რომ ტილდა ამ როლს იდეალურად მოირგებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.