fbpx

ჰაკერული შეტევა: მასკი, ობამა და სხვა ცნობილი ადამიანები Twitter-ზე ბიტკოინების ჩარიცხვას ითხოვენ


გააზიარე სტატია

ავტორი: რეტ ჯონსი

 

გუშინ ერთი შეხედვით ნორმალური მოვლენა მოხდა: ვიღაც ადამიანი Twitter-ზე თავს ილონ მასკად ასაღებდა და ხალხს მის კრიპტოვალუტის საფულეზე ბიტკოინების ჩარიცხვას სთხოვდა. ეს თითქმის ყოველთვის ხდება, მაგრამ უცნაური ის არის, რომ მოგვიანებით მსგავსი პოსტი მასკის ოფიციალურ გვერდზე დაიდო და არა მარტო –  მსგავსი განცხადება Twitter-ზე ისეთმა ცნობილმა ადამიანებმაც გააკეთეს, როგორებიც არიან: ბილ გეითსი, ჯეფ ბეზოსი, ქეინი ვესტი, ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, უორენ ბაფეტი და ა.შ.

აშკარაა, რომ ეს ჰაკერული შეტევაა, რომლის მსგავსიც ადრე არასდროს მომხდარა. სოციალური ქსელის სპიკერმა განაცხადა, რომ სიტუაცია მათთვის ცნობილია, გამოძიების პროცესში არიან და განცხადებას მალე გამოაქვეყნებენ.

როგორც ჩანს, ჰაკერები სხვადასხვა საფულეს იყენებენ, თუმცა მათ უკვე $ 59,000 ღირებულების ბიტკოინი მიიღეს. მსგავსი ტვიტი Apple-ის გვერდზეც დაიდო, თუმცა მალევე წაშალეს. ჰაკერული შეტევით უკვე უამრავი ადამიანი დაზარალდა, თუმცა ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი, რა მოხდა სინამდვილეში.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.