fbpx

10 საუკეთესო Pizza თბილისში 2020-ის ზაფხულის მონაცემებით


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

მსოფლიო კულინარიული გამოცდილებით, თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, პოპულარული და მოთხოვნადი კერძი პიცაა. პიცის, როგორც ტრადიციული კულინარიული ქმნილების ფენომენი, იტალიას უკავშირდება, თუმცა, დღესდღეობით ნაკლებად გაგახსენდებათ იმაზე უფრო საერთაშორისო კერძი, ვიდრე პიცაა. არსებობს ბევრი მოსაზრება მასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაჩნდა ეს მარტივი და ამავდროულად გენიალური კერძი გასტრონომიულ რუკაზე, თუმცა, ფაქტია, რომ დღეს პიცა როგორც  კულინარიული ბიზნესი უდიდეს ინდუსტრიას წარმოადგენს.

თუ თქვენ პიცის მოყვარულთა შორის ხართ, მაშინ ეს სტატია ყურადღებით უნდა წაიკითხოთ. სოციალური ქსელების თემატურ-კულინარიული ჯგუფების (რეცეპტორი/Receptor, Cafè community, რა ვჭამო და სად ვჭამო?) დეტალური დაკვირვების შედეგად, ჩვენ თქვენთვის იმ ობიექტების სია შევადგინეთ, სადაც გამოცდილი გურმანების მტკიცებით, საუკეთესო პიცას ამზადბენ. 

 

გიჟივით პიცა • Gizhivit Pizza

სანამ მენიუზე გადავალთ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ობიექტის სახელი მომხმარებლებს მენიუს დაგემოვნებამდეც კი დადებით განწყობას უქმნის და თავს ამახსოვრებს. რაც შეეხება პიცას – როგორც მომხმარებლების შეფასებებიდან ირკვევა, აქ ქალაქში საუკეთესო პიცის მრავალფეროვანი არჩეანია. გარდა ნაცნობი სახეობებისა, დიდი პოპულარულბით სარგებლობს მენიუში არსებულ ყველაზე გამორჩეული სახეობა – ორაგულის პიცა. “გიჟივით პიცა”  შეგიძლიათ შეუკვეთოთ დღის 12 საათიდან, ღამის 12 საათამდე. შიდა მიტანის უფასო სერვისი ამ პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს, ბიუჯეტურს და მარტვს ხდის

 

Pizzeria Localino • პიცერია ლოკალინო

“პიცერია ლოკალინო” უკვე მრავალი წელია განსაკუთრებული რეპუტაციით სარგებლობს. თუკი პიცის მოყვარულს რეკომენდაციას სთხოვთ, ის ერთ-ერთს სწორედ ამ ადგილს დაგისახელებთ. “ლოკალინო” თბილისში ორი ფილიალით არის წარმოდგენილი – პიცერიები მდებარეობს ფალიაშვილის 14 ნომერში და ყაზბეგის 19 ნომერში. ორივე სივრცე 11:30-დან ღამის 2 საათამდე გიმასპინძლებთ. 

 

პაცცა • PAZZA

პიცის მოყვარული გურმანების კიდევ ერთი რჩეული ობიექტია „პაცცა“. ყველაზე პოპულარულ კულინარიულ ჯგუფ “რეცეპტორში” PAZZA-ს მენიუსა და მომსახურებაზე ბევრ კარგ გამოხმაურებას წაიკითხავთ. აღსანიშნავია, რომ „პაცცა“ ქართული ბრენდია,  რომლის დამფუძნებლები ახალგაზრდა წყვილი – აჩო ზამბახიძე და ქეთო პაპავა არიან. ის ფაქტი,  რომ აჩო და ქეთო ქართულ კულიარიულ რეალობაში ერთ-ერთი პირველი ბლოგერები არიან, კიდევ უფრო ზრდის სანდოობას მათი პროდუქტისადმი. „პაცცა“ როგორც სივრცე, წარმოდგენილია ვაკეში, აბაშიძის 24 ნომერში და ღიაა ყოველდღე დღის 1-ლი საათიდან, ღამის 12 საათამდე. 

 

Pizza Mova • პიცა მოვა

ეს არის ქალაქში რჩეული პიცის სტატუსის მფლობელი კიდევ ერთი ობიექტი მარტივი და დასამახსოვრებელი სახელწოდებით – “პიცა მოვა”. Pizza Mova მრავალფეროვანი მენიუს და გემრიელი პიცის გარდა, მომხმარებელს სწრაფ და უფასო მიტანის სერვისსაც სტავაზობს.

 

პინცერია • PiNzeria

“პინცერია” პეტრიაშვილის #1-ში მდებარე მულტიფუნქციური სივრცის “ღვინის ქარხნის” ერთ-ერთი შემადენელი ნაწილია. სივრცე ყოველთვის სავსეა ადგილობრივი და ტურისტი სტუმრებით, მიზეზი კი მენიუ და შესაბამისად, ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო  პიცაა. გარდა გემრიელი პიცის გამო შექმნილი ავტორიტეტისა, აღსანიშნავია სივრცის კომფორტული და სასიამოვნო ინტერიერიც. 

 

დონატელოს პიცა • Donatello’s Pizza

“დონატელოს პიცა “ –  ეს არის პიცის მოყავრული ქართველი გურმანებისათვის კიდევ ერთი რჩეული სწრაფი კვების ობიექტი, ადგილზე მიტანის სერვისით. მრავალფეროვანი მენიუდან თქვენთვის სასურველი სახეობის ან სახეობების შეკვეთა შეგიძლიათ ყოველდღე – დღის 12 საათიდან, საღამოს 2 საათამდე. აღსანიშნავია, რომ დონატელოს პიცას, სხვა ობიექტების მსგავსად, მენიუში წარმოდგენილი აქვს მომხმარებოთხი ყველის პიცა ლორთან ერთად. 

 

Capri • კაპრი

კალანდაძის 3 ნომერში მდებარე პატარა პიცერია სახელწოდებით “კაპრი” დღითიდღე პიცის უფრო მეტი მოყვარულის გულს იგებს. სახეობების მრავალფეოვანი არჩევანის და გემოს გარდა, ეს ობიექტი სამომხმარებლო სერვისითაც, რასაც საკმაოდ ხშირად აღნიშნავენ. 

 

Oregano • ორეგანო

თუ  შესაბამისი ესთეტიკის  მყურო გარემოში მოგნდათ გემრიელი პიცის დაგემოვნება, აბაშიძის 37 ნომერში მდებარე “ორეგანო” შესაძლოა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდეს. “ორეგანო” პიცის მრავალ სახეობას გთავაზობთ, სწორედ დასახელებების. თუმცა, როგორც ჯგუფ ფეისბუქის ჯგუფებში პიცის არაერთი მოყვარული აღნიშნავს, ორეგანოს პიცა ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისში. 

 

Cecilia • სესილია

“ეს ისეთი ადგილია, რომ თავი იტალიაში გეგონებათ”  – სწორედ ასეთ შეფასებას და რეკომენდაციას  წაიკითხავთ ჯგუფ “რეცეპტორში” და ის იტალიური სამზარეულოს ობიექტს  – “სესილიას” ეძღვნება. . “სესილიას”შემთხვევაშიც, მენიუს ერთ-ეთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ტრადიციულად პიცაა. სივრცე აბაშიძის 10 ნომერში მდებარეობს. შეკვეთილი კერძების თან წაღების, ასევე მიტანის სერვისი მოქმედებს ყოველდღე – დღის 12 საათიდან, ღამის 12 საათამდე. 

 

Cafe TAKE FIVE

კვების ეს ობიექტი ჯანსაღი პროდუქტებისგან დამზადებულ  განსხვავებულ კერძებს აერთიანებს. მნიშვნელობა არ აქვს მსუბუქად წახემსება გსურთ, თუ საფუძვლიანად დანაყრება – მენიუში თქვენთვის სასურველ შემოთავაზებას აუცილებლად იპოვით. ამ ობიექტის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ნამდვილად არის პიცა. გემოსთან ერთად, ცხადია მნიშვენლოვანია გარემო. Cafe TAKE FIVE-ს ამჯამად ლისზე აღმოაჩენთ – ადგილზე, რომელიც ზაფხულის დღეებში თბილისის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.