რა წიგნები წავიკითხოთ ზაფხულში?
ზაფხული, ზღვა, მზე და დასვენება. ეს ის პერიოდია როდესაც უმეტესობა შვებულების გატარებას ზღვის სანაპიროზე გეგმავს. ტალღების ხმა, მზის სხივები და სასიამოვნო თავგადასავლები.
ჩვენ გთავაზობთ ზღვაზე წასაკითხი წიგნების სიას, რომლებიც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო საინტერესოს და ემოციებით სავსეს გახდის.
Seven Sisters – ლუსინდა რაილი
ლუსინდა რაილის Seven Sisters სერია, რომელიც შედგება შვიდი ნაწილისგან. თითოეული წიგნი მოგვითხრობს შვიდი მისტიკური დის ისტორიას. სიუჟეტი იწყება თანამედროვე ლონდონის ცენტრიდან და მოულოდნელად ვითარდება ჟენევის ტბასთან მდებარე ციხესიმაგრე „ატლანტასში“. მამის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობის მისაღებად თითოეული და იწყებს მოგზაურობას მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. პირველი წიგნი მოგვითხრობს უფროსი და მაიას შესახებ, რომელიც მიემგზავრება რიო დე ჟანეიროში, სადაც ურთიერთობას იწყებს ბრაზილიელ დიდგვაროვან იზაბელა ბონიფაციოსთან და ხვდება თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანს. თუ თქვენც ავტორის მსგავსად გჯერათ, რომ ვარსკვლავები გავლენას ახდენს ადამიანის ბედზე ეს წიგნი თქვენთვისაა.
The man who didn’t call – როუზი ვოლში
შემდეგი წიგნი არის როუზი ვოლშის The man who didn’t call. თითქოს ერთი შეხედვით მარტივი და ჩვეულებრივი სასიყვარულო ნოველაა, თუმცა სიუჟეტი დეტექტივის ჟანრში ვითარდება. 7 დაუვიწყარი დღის შემდეგ სარა დროებით ემშვიდობება საყვარელ მამაკაცს, რომელიც შვებულებაში მიდის. სწორად აქ წყდება მამაკაცის კვალი, ის არ რეკავს. იმედგაცრუება, მოლოდინი, შიში, მონატრება… ეს არის არ შემდგარი რომანის ისტორია თუ უბედური შემთხვევა, რომელმაც შეცვალა სარას ცხოვრება. ქალური ინტუიციით სარა გრძნობს რომ რაღაც მოხდა, თუმცა ეს რაღაც არავინ იცის რა შეიძლება იყოს. თუ გიყვართ სასიყვარულო თავგადასავლები და დეტექტივი, ეს წიგნი საუკეთესო სინთეზია თქვენთვის.
Infinite Jest – დეივიდ ფოსტერი
შემდეგი წიგნი არის ამერიკელი ნოველისტის დეივიდ ფოსტერის Infinite Jest. ენციკლოპედიური წიგნი, ასე შეაფასეს კრიტიკოსებმა. ნარატივის სტრუქტურა უჩვეულოა, ის ეხება სპორტს, კინომცოდნეობას და მეცნიერებას. ავტორის წერის სტილი იუმორით სავსეა, თუმცა იგრძნობა მელანქოლია. ექსპერიმენტების და ახალი გამოწვევების მოყვარულთათვის ეს წიგნი ნამდვილი აღმოჩენა იქნება. მით უფრო რომ კითხვისას გონება არ დუნდება, რადგან წიგნი უამრავ საინტერესო ქვე იდეას მოიცავს. დასრულების შემდეგ კი მკითხველის უმეტესობის აზროვნება სამუდამოდ ტრანსფორმირდება.
The Award – დენიელ სტილი
დენიელ სტილის The Award – არის მისი ყველაზე რეზონანსული წიგნი, რომელიც მოგვითხრობს გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში მცხოვრები 16 წლის გოგონას ცხოვრებაზე. ის იღებს იარაღს და იბრძვის მრავალი სიცოცხლის გადასარჩენად. ომის დასრულების შემდეგ გოგონა ნიუ ორკში გადადის საცხოვრებლად, დიორის მოდელის კარიერა, ქორწინება, შვილები. თუმცა მალევე იმედგაცრუებას მოყვება განქორწინება და ის ბრუნდება პარიზში. ომის წარსულიდან გამომდინარე პარიზში საკმაოდ რთულ გზას გადის. მისი რეპუტაცია შვილიშვილზეც ახდენს გავლენას, რომელიც ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკური ჟურნალისტია. რა მოხდება, აღიარებს თუ არა საფრანგეთის ნაცია გუელს გმირად? ეს წიგნი საკმაოდ საინტერესოა მკითხველისთვის, რომელსაც იზიდავს ისტორია.

