fbpx

ავსტრიის ლაბორატორიაში ციმბირში ნაპოვნი 32000 წლის თესლისგან მცენარე გაზარდეს


გააზიარე სტატია

ავტორი: ჯულია სვიდრაიტი  

 

ჩვენი პლანეტის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. 2012 წელს ექვსმა რუსმა მეცნიერმა 32000 წლის თესლი იპოვა.  ვენაში კი მისგან სიცოცხლისუნარიანი მცენარის გაზრდა მოახერხეს.  

ყინულითა და პერმაფროსტით დაფარული თესლი 40 მეტრის სიღრმეში იყო დამარხული. ამ საინტერესო  აღმოჩენის დროს მეცნიერთა ჯგუფი ციყვების უძველეს  სოროებს იძიებდა. ამ თესლისგან გაზრდილ მცენარეს Silene stenophylla ჰქვია. არავინ იცის, როგორ მოხერხდა ამდენი ხნის განმავლობაში მისი შენახვა. ავსტრიელმა მეცნიერებმა ამ საიდუმლოს ამოსახსნელად უძველესი მცენარეების დნმ-ს კვლევა დაიწყეს.  

 კვლევა ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის მეცნიერებების უნივერსიტეტში მიმდინარეობს და მისი მიზანია დადგინდეს, იცვლება თუ არა მცენარის გენები და ეგუებიან  თუ არა ისინი სხვადასხვა მდგომარეობებს  (სიცივე, სიცხე, სიმშრალე). ეს აღმოჩენები  სხვა მცენარეების გადასარჩენადაც გამოდგება.  

 

ორიგინალი: https://www.boredpanda.com/

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.