fbpx

Northern Lights Music Festival ქართველ პიანისტს – ედიშერ სავიცკის მასპინძლობს


გააზიარე სტატია


ამერიკის შეერთებულ შტატებში, მინესოტაში, 4-დან 26 ივლისამდე Northern Lights Music Festival ტარდება. პანდემიის პერიოდში კონცერტები სრულიად უჩვეულო სახით, უსაფრთხოების სრული დაცვით, მსმენელისა და მუსიკოსების ახლებური განლაგებით იმართება. ეს დიდი ორკესტრებისთვისაც პირველი ექსპერიმენტია.

 

Northern Lights Music Festival-ში ამერიკაში მცხოვრები ქართველი პიანისტი ედიშერ სავიცკი მონაწილეობს, რომლის პირველმა სოლო კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა. ახალი  კორონავირუსის რეგულაციების გათვალისწინებით,  ფესტივალზე სტუმრების დასწრება შეზღუდულია – დარბაზში მხოლოდ  30 ადამიანს უშვებენ,  ამის გამო კი  ყველა კონცერტი  განმეორებით ტარდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.