fbpx

ძველი ჩინური ვაზა აუქციონზე $ 1.6 მილიონად გაიყიდა – რეალურ ღირებულებაზე 320-ჯერ მეტად


გააზიარე სტატია


ავტორი: ქეროლაინ გოლდშტეინი

წაგრძელებული მსხლისა და ლოტოსის ყვავილების ფორმის ცისფერი და თეთრი ვაზა, რომელიც მე-18 საუკუნის ჩინურ ნაკეთობად თარიღდება, აუქციონზე 1,6 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც 320-ჯერ მეტია თავდაპირველად ნავარაუდევ ფასზე. იგი ახალ ინგლისში, ერთ-ერთ ოჯახში აღმოაჩინეს, სადაც ვაზა თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

ვაზამ, რომელიც ბოსტონის Skinner Auction Auction House აუქციონზე შეიძინეს, გაყიდვების მთლიანი წილის ნახევარზე მეტი შეადგინა და 2.5 მილიონ დოლარს გადააჭარბა ოჯახის კოლექციის სხვა ნივთებთან ერთად. 

სკინერის აზიური ხელოვნების სპეციალისტმა ჯუდიტ დოულინგმა დაადასტურა ვაზის ორიგინალურობა, რომელიც ლოტოსის ფორმის ორნამენტებითა და თითოეულ მხარზე ცხოველის ნიღბებითაა გაფორმებული. დოულინგი ამბობს, რომ ამ ნამუშევრის უნიკალურობას მხოლოდ მისი დახვეწილი ფორმები და მიმზიდველი დიზაინი არ განაპირობებს. ნამუშევარს ძირზე ორი სამეფო ნიშანი აქვს; Yongzheng-ის ნიშანი და ორმაგი წრე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტილით მრავალი ეგზემპლარია შექმნილი,  ამ ორი ნიშნის პოვნა ერთდროულად დიდ იშვიათობას წარმოადგენს და სწორედ ამით არის ეს ნივთი ასეთი ღირებული.

”სანამ ნივთის განსაკუთრებულობის შესახებ შეიტყობთ, თავიდანვე გრძნობთ, რომ ვაზა გამორჩეულია”, – აღნიშნავს დოულინგი. 2014 წელს დოულინგი ცინის დინასტიის ვაზის აუქციონსაც დაესწრო, რომელმაც რეკორდი მოხსნა და  24,7 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

ახალი ინგლისის უძველესი აუქციონის სახლში გამართულ ანტიკვარულ “როუდ-შოუებს” სკინერის სპეციალისტები რეგულარულად ესწრებიან. ამ რეგიონში არსებული მდიდარი მასალის უმეტესი ნაწილი აზიურია.

 

აპრილში აზიური არტ კვირის გაუქმების შემდეგ, აუქციონი ზაფხულისთვის გადაიდო.  თუმცა მყიდველებს ვირტუალურ აუქციონზე მოხვედრის პრობლემა არ შეჰქმნიათ. მიუხედავად იმისა, რომ ვაზისთვის დაახლოებით 16 პრეტენდენტი იბრძოდა, დოულინგმა თქვა: ”მხოლოდ ორი ადამიანია საჭირო… ის, ვინც ზუსტად იცის ნივთის ღირებულება და ვინც მზადაა მის მოსაპოვებლად ბრძოლისთვის”. 


ორიგინალი: https://news.artnet.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.