fbpx

მთაში საკითხავი წიგნები


გააზიარე სტატია

ზაფხული, მთა, ლაშქრობა, საღამოობით ცეცხლის გარშემო მეგობრებთან ერთად შეკრება. ეს არის ის პერიოდი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ველოდებით. დასვენებას კიდევ უფრო საინტერესოს და თავგადასავლებით სავსეს ხდის წიგნების წაკითხვა. ამიტომ ჩვენ გირჩევთ მთაში წასაკითხ წიგნებს.  ჩვენ ავარჩიეთ ისეთი წიგნები, რომლებიც ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელია, თუმცა მათი ორიგინალში წაკითხვა, კიდევ უფრო მეტად შთამბეჭდავი იქნება, რადგან ავტორის მიერ გადმოცემული ემოცია, პერსონაჟების ხასიათი, სიუჟეტის სიმძაფრე სრულად აღიქმება.

ჯერომ სელენჯერი – თამაში ჭვავის ყანაში

ჯერომ სელენჯერის თამაში ჭვავის ყანაში – ამერიკელი მწერლის ყველაზე ცნობილი რომანია. 16 წლის ჰოლდენ კოფილდი პირველ პირში ყვება თავის ისტორიას. ბიჭის მონათხრობი ერთი შეხედვით მარტივი და ამევე დროს კომპლექსურია, სწორედ ამიტომ რთულია მკითხველს მარტივად ჩამოუყალიბდეს შთაბეჭდილება მასზე და მის ისტორიაზე.

მარგარეტ ეტვუდი – მხევლის წიგნი

კანადელი მწერლის და ბესტსელერების ავტორის მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“ ნამდვილი პოპულარობით სარგებლობს.  წიგნი მოგვითხრობს ერთი ქალის ისტორიას, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის. სექსუალური შევიწროვება, ქალთა უფლებების დაცვა ეს ის აქტუალური საკითხებია, რომელსაც ავტორი ეხება. წიგნის სიუჟეტი იმდენად პოპულარობით სარგებლობს რომ ბოლო წლებში დიდ ბრიტანეთში 8 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო 2017 წელს HULU-ს მიერ გადაღებულმა სერიალმა 6 გრემი და 2 ოქროს გლობუსი მიიღო.

ფრანსის ეიჩ ბარნეტი – The Secret Garden

ფრანსის ეიჩ ბარნეტის ნოველა The Secret Garden. ამერიკელი ავტორის ეს ნაწარმოები ითვლება საბავშვო ლიტერატურის კლასიკად. თუმცა ნოველის ფაბულა იმდენად ღრმა არის, რომ ის უფროსებს დაგვეხმარება აღმოვაჩინოთ ჩვენი შინაგანი ბავშვი, გავიხსენოთ ბავშვობა და იქ მომხდარი მოვლენები. მერი ლენოქსის ისტორია, დაგვაფიქრებს ცხოვრების მნიშვნელობაზე და ბავშვის თვალით შეგვახედებს იმ საკითხებზე რაც რეალურად ფასეულია.

ჰარუკი მურაკამი – South of the Border, West of the Sun.

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ორი ადამიანის ცხოვრებაზე ბავშობაში დაწყებულმა სასიყვარულო ისტორიამ, რომლებმაც  წლებია ერთმანეთი არ უნახავთ. სწორედ მათი შეხვედრის შემდეგ გაგრძელებულ სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს ჰარუკი მურაკამის ცნობილი ნოველა South of the Border, West of the Sun.

მარკ ურბანი – The Skripal Files

მარკ ურბანის The Skripal Files– ამბავი მოგვითხრობს რუსეთსა და დასავლეთს შორის ჯაშუშურ ომზე. წიგნი აღწერს სერგეი სკრიპალის გახმაურებულ საქმეს.  ვინ არის სერგეი სკრიპალი, რომლის მოწამვლის გამოც დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა. ეს არის წიგნი უახლეს ისტორიაზე.

ქეით მოსი – The Burning Chambers

ქეით მოსის ისტორიული ნოველა The Burning Chambers– რომელიც სავსეა მისტიკით, კონფლიქტებით და სასიყვარულო თავგადასავლებით. ეს არის ისტორია საფრანგეთის რელიგიურ ომებზე, როდესაც კათოლიკური ეკლესია ჰუგენოტებს დევნიდა. წიგნის მთავარი პერსონაჟი, ცხრამეტი წლის მინოუ, რომელიც მამამისის წიგნის მაღაზიაში მუშაობს, იღებს ანონიმურ წერილს: „ მან იცის რომ შენ ცოცხალი ხარ.“

აღნიშნული წიგნების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ მაღაზიაში Bookshop.ge ან ფიზიკურ მაღაზიებში ვაკესა და დიდ დიღომში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.