fbpx

Netflix-მა ყველა დროის ყველაზე პოპულარული 10 ფილმის სია გამოაქვეყნა


გააზიარე სტატია

ავტორი: ლუის ჩილტონი

Netflix-მა ყველა დროის ყველაზე პოპულარული  ათი ფილმის სია გამოაქვეყნა. კომპანია, როგორც წესი, საიდუმლოდ იტოვებს ნახვების მაჩვენებლებს, თუმცა მონაცემებს ხანდახან იმ სერიალებისა და ფილმების შესახებ აქვეყნებს, რომლებიც ხალხში პოპულარობით სარგებლობს.  

მაგალითად, Netflix-მა გამოაცხადა, რომ დეტექტივის ჟანრის სერიალს – Tiger King-ს 64 მილიონი ნახვა აქვს, ხოლო The Witcher-ს კი, რომლის მთავარ როლშიც ჰენრი კევილი გვევლინება, 76 მილიონი. 

ყველა დროის ყველაზე ნახვადი Netflix-ის ფილმი Extraction-ია კრის ჰემსვორტის მონაწილეობით, რომელიც  წლეულს,  აპრილში გამოქვეყნდა – კომპანია ირწმუნება, რომ ფილმს სულ 99 მილიონი ნახვა აქვს. ამ სიაში ასევე შედის Bird Box და 6 Underground. მე-6 ადგილი მარტინ სკორსეზეს 210-წუთიანმა განგსტერულმა ფილმმა The Irishman-მა დაიკავა. 

 

სრული სია ასე გამოიყურება:

  1. Extraction/დახსნა – 99 მილიონი ნახვა
  2. Bird Box/ჩიტის ყუთი – 89 მილიონი ნახვა
  3. Spenser Confidential/სპენსერის მართლმსაჯულება – 85 მილიონი ნახვა
  4. 6 Underground/6 კანონდამრღვევი – 83 მილიონი ნახვა
  5. Murder Mystery/იდუმალი მკვლელობა – 83 მილიონი ნახვა
  6. The Irishman/ირლანდიელი – 64 მილიონი ნახვა
  7. Triple Frontier/სამმაგი საზღვარი – 63 მილიონი ნახვა
  8. The Wrong Missy/არასწორი ქალბატონი – 59 მილიონი ნახვა
  9. The Platform/პლატფორმა – 56 მილიონი ნახვა
  10. The Perfect Date/იდეალური პაემანი – 55 მილიონი ნახვა

სერვისი ადრე “ნახვას” შემდეგი პრინციპით ითვლიდა: მომხმარებლის მინიმუმ 70% უნდა ენახა, თუმცა ახლა ეს მიდგომა შეიცვალა – ნახვა ნებისმიერ შემთხვევაში ფიქსირდება, თუ ადამიანი ფილმს ან სერიალს მინიმუმ 2 წუთს მაინც  უყურებს. Netflix-ს სჯერა, რომ თუ ვინმე ორი წუთის განმავლობაში უყურებს რაიმეს, გააგრძელებს კიდეც, ოღონდ  ავტომატური ჩართვა არ ითვლება. 

ორიგინალი: https://www.independent.co.uk/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.