fbpx

ესკიზი – ახალი თაობის ბუტიკ-კონცეპტუალური ქართული სასტუმროების ბრენდი


გააზიარე სტატია

თუკი აქამდე ფილმებში ნანახი სასტუმროების გასაოცარი ინტერიერი ძალიან გხიბლავდათ და სულ გინდოდათ, რომ მსგავს მომაჯადოებელ გარემოში მოხვედრილიყავით, დღეს ეს ყველაფერი უკვე საქართველოში რეალობად იქცა.  ესკიზი – ეს  არის ახალი თაობის ბუტიკ-კონცეპტუალური ქართული სასტუმროების ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია თელავში და ძალიან მალე თბილისშიც.

ესკიზის კონცეფცია გასტრონავტმა შექმნა, ხოლო დიზაინი ესმა ხეცურიანმა. მათი ხელწერა სასტუმროს ნებისმიერ წერტილში შესამჩნევია და ალბათ ამიტომაც არის, რომ ესკიზი სრულიად გამორჩეულია. როგორც ესკიზის ლოგოზე ვხედავთ, ის გამოხატავს სახალხო სახლის იდეას. მეცნიერების, კულტურის და შემოქმედების შეხვედრას და ერთიანი ატმოსფეროს შექმნას.

ესკიზის კონცეფცია შთაგონებულია XIX საუკუნეში არსებული სახალხო და საზოგადოებრივი სახლებში შეკრების კულტურითა და ესთეტიკით.

კონცეფციის შემუშავების შემდგომ, შეიქმნა “ესკიზი თელავის” და “ესკიზი თბილისის” დიზაინიც. აქაც შთაგონება საზოგადოებრივი სახლი, ღვინო, ლიტერატურა, არქიტექტურა, ბიბლიოთეკა და წიგნები იყო, რაც ნათლად არის გამოკვეთილი ესკიზ თელავის დახურულ თუ ღია სივრცეში. დამატებითი ინსპირაციის წყარო – ადგილობრივი გარემოს ღირებულებები, რეგიონალური კულტურა, ქცევა, ტრადიცია, რომელიც შემდეგ იქნა მოქცეული საერთო კონცეფციის ჭრილში და მიიღო გათანამედროვებული სახე. ესკიზი თელავი არის ესკიზის ბრენდის შემოდგომის სახლი, ხოლო ესკიზი თბილისი კი მთავარი საზოგადოებრივი სახლი.

ესკიზი თელავი არის თანამედროვე კლასიკა, ქალაქგარე, შემოდგომის სახლი მშვიდი გართობისა და დასვენებისთვის. ეს არის სახლი ურთიერთობებისთვის, შთაბეჭდილებებისთვის და ინსპირაციისთვის.

სასტუმროს ამშვენებს ირმა შარიქაძის მიერ შექმნილი ფოტო კოლექცია, სადაც ფონად გამოყენებულია სუზანი,  ხელით ნაკეთი ტექსტილი, რითიც მორთულია სასტუმროს ნომრები.

ესკიზის კეთილმოწყობა:

სასტუმრო ესკიზი  მდებარეობს ისტორიულ ქალაქ თელავის შუაგულში. 10 წუთის სავალზე ქალაქის ცენტრიდან.

ესკიზის ზონირებული ტერიტორია დაყოფილია სხვადასხვა განწყობის ზონებად: მას აქვს შთამბეჭდავი გარე სივრცეები, ღია აუზი, ტრადიციული ქართული ელემენტებით აღჭურვილი ღვინის მარანი,  2 დახვეწილი და ელეგანტური რესტორანი, ნათელი საკონფერენციო დარბაზი, ღვინის ლობი , მყუდრო ბიბლიოთეკა. სასტუმროში არის 57 კონცეპტუალური ოთახი.

ყველა მათგანი არის უნიკალურად გაფორმებული, სადაც წარმოდგენილია თანამედროვე და ტრადიციული ქართული კულტურის ელემენტები. სასტუმრო “ესკიზის” ოთახებიდან იშლება  პანორამული ხედები  ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე, ზოგიერთი მათგანი  კი აუზისა და  ბაღის ულამაზესი ხედებით არის გამორჩეული.

სასტუმროს რესტორნის მენიუ ეკუთვნის ბრენდ შეფს – თამთა კიკალეიშვილს, რომელმაც ესკიზის მენიუ თანამედროვე ქართული ტრადიციული ელემენტებით და პერსონალური შტრიხებით გააფართოვა და გაალამაზა. კოცნეპტუალური რესტორნის მიღმა ქვევრის კოქტეილების დაგემოვნებაც შეგიძლიათ, რომელიც ბარ მენეჯერმა – ტანია ბოგაჩენკომ ექსკლუზიურად ესკიზისთვის შექმნა.

სასტუმროში სამომავლოდ იგეგმება ბევრი შემოქმედებითი ღონისძიება და მასტერკლასები.

26 ივლისს კი ესკიზში პირველი ღონისძიება ეწყობა. „ჯიდი ალკო“-ს და ესკიზის საერთო აუზის წვეულება, სადაც წარმოდგენილი იქნება „ჰენდრიქს“ ჯინის ბაზაზე შექმნილი უგემრიელესი კოქტეილების მენიუ.

ესკიზის ფოტოები ეკუთვნის ლუიზა ჩალათაშვილს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.