fbpx

მიქაელა მაკლუკასის ფსიქოდელიური პორტრეტები


გააზიარე სტატია

უკიდურესად ხმამაღალი და წარმოუდგენლად მჭიდრო: აღმოაჩინეთ ფსიქოდელიური ფოტოსურათები მთელი მსოფლიოდან, რომელიც ლონდონში  მცხოვრებმა ფოტოხელოვანმა მიქაელა მაკლუკასმა გადაიღო.



წარმოშობით კალიფორნიელმა ფოტოგრაფმა და ხელოვანმა მიქაელა მაკლუკასმა წარმოუდგენელი შრომა გასწია, რაც საზოგადოებაში ინდივიდუალური ტრანსცენდენტურობის შესწავლას გულისხმობს. მიქაელა მაკლუკასი დივერსიული ლინზებით პეიზაჟებს, პორტრეტებსა და აბსტრაქციულ ნამუშევრებს ქმნის. დღეს ხელოვანი მიქაელა მაკლუკასი ლონდონში, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.



”ყოველთვის ვაკვირდები ტექნოლოგიისა და პოლიტიკის ეფექტს ადამიანის გამოცდილებაზე. რა გავლენა მოახდინა რადიკალურმა ტექნოლოგიურმა ძვრებმა ჩვენს გონებასა და საზოგადოებაზე? როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც საზოგადოების დაჟინებულ ყურადღებას ვგრძნობთ? და უფრო კონკრეტულად, მსურს შევისწავლო, როგორ ვძლევთ იმას, რომ ყოველივე ამის საპასუხოდ  სამომხმარებლო იზოლირებული ერთეულები ვხვდებით.  

ვეძებ ტრანსცენდენტურ გამოცდილებას, როგორიცაა საცეკვაო კულტურა, მუსიკა, ნარკოტიკები და მასობრივი შეკრებები. ნათელი ფერების ფოტოები მიზნად ისახავს დივერსიულ ვიზუალიზაციას, რაც მაყურებელს მიმდინარე მოვლენების კონტექსტუალიზაციისა და ემოციების ინტერპრეტაციების შესაძლებლობას აძლევს. 

ეს გამოსახულებები ჩემი ექსპერიმენტული ფოტოგრაფიის ნაწილია და ფერებით გატაცებასა და ჩემ გარშემო თანამედროვე სამყაროს მგრძნობელობას ასახავს”.



ორიგინალი: https://weandthecolor.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.