ფილმ “ქარწაღებულნის” ერთ-ერთი ვარსკვლავი, ოლივია დე ჰავილანდი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა
გააზიარე სტატია
ჰოლივუდის ოქროს ხანის უკანასკნელი ცოცხალი ვარსკვლავი, ოლივია დე ჰავილანდი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მელანი ჰამილტონის როლის შემსრულებელი ფილმიდან “ქარწაღებულნი” გასულ ღამეს საკუთარ სახლში, პარიზში გარდაიცვალა.
ინფორმაცია ლეგენდარული ჰავილანდის გარდაცვალების შესახებ მედიას მისმა იურისტმა შეატყობინა.