fbpx

Dezeen: სანდრო ლომინაშვილის ჭიანჭველას მსგავსი სკამი ფაზლივით იწყობა


გააზიარე სტატია



ავტორი: ნატაშა ჰიტი

ფოტოგრაფი: თორნიკე აივაზიშვილი

 

ქართველმა დიზაინერმა სანდრო ლომინაშვილმა კუთხოვანი სკამი ხის 18 სეგმენტისგან შექმნა, რომლებიც ერთმანეთთან ისე არის დაკავშირებული, რომ მწერების სხეულის მსგავს სტრუქტურას ქმნის. 

სკამი, სახელწოდებით Allo, კაკლის ხის სხვადასხვა მონაკვეთისგანაა შექმნილი, რომელიც სანდრომ CNC აპარატით დაჭრა. როგორც ლომინაშვილი აღნიშნავს, გეომეტრია ისეა განსაზღვრული, რომ მაქსიმალური კომფორტი შექმნას. სკამის ფეხები და სამკლავურები 25 მილიმეტრის სისქის, კვადრატულად განლაგებული ფოლადის მილებისგანაა დამზადებული, რომლებიც დიზაინერმა ერთად შეადუღა და კაკლისგან დამზადებულ ნაწილთან შეაერთა. ქაფის მსგავსი ეფექტის შესაქმნელად, სანდრომ ხის თითოეული მონაკვეთის თავზე გამოშვერილი დეტალები დაამატა, რომლებიც ასევე CNC აპარატით დაჭრილი კაკლისგან შექმნა და შემდეგ სკამის მთავარ ნაწილს მიამაგრა.

ლომინაშვილმა სკამი მწერის სხეულს,  კონკრეტულად კი ჭიანჭველას მიამსგავსა,  მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი თავდაპირველი განზრახვა არ ყოფილა. ვიზუალური ინსპირაცია მან სხვა დიზაინერების ნამუშევრებისგან მიიღო, მათ შორისაა გერმანელი კონსტანტინ გრისი და ასევე ნიუიორკელი კარიმ რაშიდი.

სკამის სიმაღლე 80 სანტიმეტრია, სიგანე კი – 55 სმ. სახელწოდება Allo დიზაინერის სრული სახელისა და გვარის პირველი ორი ასოს კომბინაციაა  – ალექსანდრე ლომინაშვილი.

სანდროს სხვა კუთხოვანი სკამიც აქვს შექმნილი, სახელწოდებით Chair 3/4, რომელიც განსხვავებული კონცეფციისაა: ოთხი ფეხიდან მხოლოდ ერთია დაკავშირებული სავარძელთან.

 

ორიგინალი: https://www.dezeen.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.