fbpx

ჯოშუა დევისონის მოცულობითი ყვავილების მხატვრობა ახალი ზელანდიიდან


გააზიარე სტატია


ავტორი:გრეის ებერტი

ჯოშუა დევისონის სამგანზომილებიანი ჰორტენზიები და სხვა ყვავილები ფერთა თეორიის შესწავლის ნიმუშია. “ეს ყვავილები ჩემი აზროვნების პროცესის განვითარების შესაბამისად გამოხატავენ კომპლექსურ წონასწორობას სიმეტრიას, გაჯერებულობასა და კონტრაქტს შორის”, – აღნიშნა მხატვარმა ინტერვიუში.

 

ახალ ზელანდიაში მცხოვრები 23 წლის მხატვარი ყვავილებს  პალიტრის ერთი დანით ხატავს. თითოეული დეტალის შესაქმნელად იგი ზეთისა და აკრილის საღებავების ფენებს მყარ ტილოზე ანაწილებს. ხელოვანი ყოველთვის ერთგვაროვან ფერთა პალიტრას მიჰყვება და ზოგჯერ ზუსტ გრადიენტებსაც კი იყენებს ლურჯისა და იისფერის ყველა ჩრდილის მისაღებად.

მხატვარი ძლიერ კავშირს ხედავს ხელოვნებასა და ბუნებას შორის და ცდილობს წარმოუდგენლად რეალისტური იყოს. თავისი შემოქმედების ამ ეტაპზე დევისონი ფორმასა და მეთოდებში დაოსტატებაზე არის ორიენტირებული. ”ჩემი ტექნიკის უმეტესი ნაწილი გარე გავლენისგან თავისუფალმა შევიმუშავე”, – ამბობს ის. ”ჩვენ იმდენად ვართ დამუხტული  სხვადასხვა  თემატიკით, რომ ვფიქრობ, ეს თემები ქმნიან ჩვენს შემოქმედებას.  მნიშვნელოვანია მუდმივად ვცდილობდეთ ახალი კონცეფციების ძიებას საკუთარ გონებაში. მიუხედავად იმისა, რომ დევისონი ბუნებას ხელოვნების საფუძველს უწოდებს, იგი დეტალურად აღწერს მის სწრაფვას ორიგინალურობისკენ: 

“მე, როგორც ტრადიციული მხატვარი, ვფიქრობ, რომ ამ სამყაროში უკვე ყველაფერი შექმნილია. ტერმინ “ორიგინალურს” ძალიან ხშირად იყენებენ, ნამდვილი ორიგინალურობა კი ძნელი მისაღწევია, თუმცა მჯერა, რომ მისი შექმნა ნამდვილად  შესაძლებელია. ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, ჭეშმარიტად ორიგინალური ნაწარმოების შექმნის პერსპექტივა ყველაზე დიდი მოტივატორია”.

დევისონის ნამუშევრები Flagstaff Gallery-ში 26 ივლისის ჩათვლით არის წარმოდგენილი.  თუ თქვენ ახალ ზელანდიაში არ იმყოფებით, მიჰყევით ხელოვანს ინსტაგრამზე, რათა არ გამოგრჩეთ მისი უახლესი ნამუშევრები.

ორიგინალი: https://www.thisiscolossal.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.