fbpx

Space x AT.ge: მოგზაურობა თბილისის კაფეებში პანდემიის შემდეგ – ლოლიტას გასტრონომიული თავგადასავალი


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარი კიზივაძე

თავისუფლება, მოძრაობა, მრავალფეროვნება – ეს ის შეგრძნებებია, რომლებიც თვითიზოლაციის პერიოდში თითოეულმა ჩვენგანმა ხელახლა დააფასა. მათი გემო ჩვენს ქალაქში ყველაზე მძაფრად რუსთაველზე სეირნობისას იგრძნობა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, თბილისის გამორჩეულ კაფეებში AT.ge-ისა და პირველი ციფრული ბანკის – სფეისის მოგზაურობის მომდევნო გაჩერებად ყველასათვის საყვარელი კაფე “ლოლიტა” შემერჩია.

მონატრებული შეგრძნებებისა და ახალი გასტრონომიული თავგადასავლების საძებნელად წასულს არც ჩემი განუყრელი მეგზური – სფეის ბარათი დამვიწყებია, რომლის გარეშეც უკვე დიდი ხანია არცერთ კაფესა თუ რესტორანს აღარ ვსტუმრობ, რადგან მისი გამოყენებით კვების ნებისმიერ ობიექტში დახარჯული თანხის 5%-ის დაბრუნება შემიძლია. ასე რომ, მოვიმარჯვე ჩემი სფეის ბარათი და შევაბიჯე იქ, სადაც ჩემი საყვარელი ქალაქის გულისცემა ყველაზე მკაფიოდ ისმის.

“ლოლიტა” ქართულ გასტრონომიულ სივრცეში პირველად 4 წლის წინ გამოჩნდა და სასიამოვნო გარემოს, უგემრიელესი კერძებისა და გამორჩეული სერვისის წყალობით მომხმარებელთა სიყვარული მალევე დაიმსახურა.

“ლოლიტას” მენიუში საყვარელ და გამორჩეულ გემოს ნებისმიერი სტუმარი აღმოაჩენს. სივრცე პირველ სტუმარს დილის 11 საათიდან იღებს, შესაბამისად შეგიძლიათ თქვენი დღე “ლოლიტას” უგემრიელესი ომლეტითა და ჭიქა ყავით დაიწყოთ, საღამო კი კოქტეილით დაასრულოთ. აქაურობა გულს არც ჰამბურგერების, სენდვიჩებისა და სალათების მოყვარულებს დასწყვეტს. კერძების გარდა, “ლოლიტაში” გემრიელი დესერტების დაგემოვნებაც შეგიძლიათ. აღსანიშნავია, რომ ამ სივრცეში პროფესიონალი მზარეულები ყველაფერს მომხმარებლების თვალწინ, ღია სამზარეულოში ამზადებენ, რაც ნებისმიერ სტუმარს დაცულობის შეგრძნებას უჩენს.

მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელება “ლოლიტასთვის” ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა. გამოწვევებით სავსე უჩვეულო რეალობას “აჭარა ჯგუფის” გუნდი პასუხისმგებლობითა და ჩვეული ენთუზიაზმით შეხვდა.

“მომსახურების სფეროს ახლა განსაკუთრებულად დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. დღევანდელი რეალობა მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს როგორც სერვისის ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან, ისე სტუმრებისაგან.” -ამბობს ანანო კალაძე, “ლოლიტას” მენეჯერი. 

ახალი დღის წესრიგი სივრცეში შესვლამდე ვიგრძენი, როცა ერთ-ერთმა თანამშრომელმა სიცხე გამიზომა. თერმო-სკრინინგის გავლა ნებისმიერი სტუმრისა და თანამშრომლისთვის სავალდებულოა.

ხელების სადეზინფექციო საშუალებით დამუშავების შემდეგ ჩემს მაგიდას მივაშურე, რომელიც, “ლოლიტას” რჩევით, სტუმრობამდე დავჯავშნე. ფიზიკური დისტანცირების უზრუნველსაყოფად წინა სტუმრობასთან შედარებით სივრცეში მაგიდებისა და სკამების რაოდენობა შემცირებული დამხვდა, მათ შორის მანძილი კი – გაზრდილი. სასიამოვნო და მისასალმებელი სიახლე მენიუსაც შეეხო. სტუმრებს შეუძლიათ როგორც ერთჯერადი მენიუთი სარგებლობა, ისე სასურველი კერძების მობილური ტელეფონით – WENU-ის საშუალებით შეკვეთა.

“ლოლიტაში” ჰიგიენის ნორმების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ჭურჭლის გაძლიერებულ რეჟიმში რეცხვა და ხშირად შეხებადი ზედაპირების – მაგიდების, სკამების, ბარის დახლებისა და ა.შ. – სპეციალური წესით დამუშავება დაწესებულებაში ერთგვარ რიტუალადაა ქცეული.

მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა კვალიფიციური და შესაბამისად მომზადებული მომსახურე პერსონალის გარეშე წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ, სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებს მუდმივად უტარდებათ ტრენინგები. აგრეთვე, სივრცეებში გაკრულია შესაბამისი საინფორმაციო პოსტერები.

“აჭარა ჯგუფი” აცნობიერებს იმ ვალდებულებას, რომელიც მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს სტუმრებისა და თანამშრომლების წინაშე აკისრია, ამიტომ “ლოლიტაში” ახალი რეგულაციების შესრულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

“ვაცნობიერებთ, რომ უსაფრთხოების ახალი სტანდარტებისა და  ნორმების ზედმიწევნით შესრულება აუცილებელია იმისთვის, რომ “ლოლიტას” სტუმრებისა და თანამშრომლების კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი.” – ანანო კალაძე, “ლოლიტას” მენეჯერი. 

სამყარო თანდათანობით ცხოვრების ნორმალურ რიტმს უბრუნდება, რასაც დღეს “ლოლიტაში” ჩვეული ხალხმრავლობაც მოწმობს. სტუმრებსა და თანამშრომლებს აქ ძველი ენთუზიაზმი და უცვლელი ენერგია შემოაქვთ; აშკარაა, რომ ყველაზე დიდი და, ამასთან, სასიამოვნო ცვლილება ისაა, რომ “ლოლიტაში” სხვადასხვა პროფესიის, ინტერესებისა და გემოვნების ადამიანებს თავისუფლებისა და განტვირთვის სიყვარულის გარდა, ერთმანეთზე ზრუნვის სურვილიც აერთიანებთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.