fbpx

“საბჭოთა ინტერიერი at its best” – ლიკა ჭკუასელის ფოტომოგზაურობა ბორჯომის სანატორიუმში “ფირუზა”


გააზიარე სტატია

ფოტოები და ტექსტი: ლიკა ჭკუასელი

 

ბავშვობიდან ემიგრაციაში ყოფნის გამოა მგონი, რომ გამძაფრებული სურვილი და ინტერესი  მაქვს სამშობლოს დათვალიერების. “სად არ ვყოფილვარ, რა არ მინახავს” და აქ შიდა ტურიზმი რომ მაბედნიერებს, ასეთ რამეს არცერთი ქალაქში ან ქვეყანაში არ განვიცდი.

ამ კონკრეტულს რაც შეეხება:

ეს ზაფხული კიდე უფრო მეტად იძლევა შესაძლებლობას (პანდემიის გამო) მთელი დრო შიდა მოგზაურობებს დაეთმოს. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი destination სულაკაურებისა და კოღუაშვილების ოჯახში სტუმრობაა და იმის გამო, რომ ამჯერად ისინი ბორჯომში არიან,  სტუმრად ჩამოვედი. 

სანატორიუმი “ფირუზა”  სამი წლის წინ აღმოვაჩინე. მაშინ ჩაკეტილი იყო. მომეწონა და ფოტოები გადავუღე. დღეს დილას ფეხით სეირნობისას შევამჩნიე, რომ ღიაა და  დასათვალიერებლად შევედი. 

გარდაქმნილი და განახლებული ლიკანის შემდეგ – შესვლისთანავე ტაქიკარდია დამეწყო  – გეგონება, დრო გავარდა და ბავშვობაში აღმოვჩნდი. ყველაფერი ზუსტად ისეთია,  როგორც ძველ დროს სანატორიუმებში იყო. საბჭოთა ინტერიერი at its best. 

ძალიან კეთილგანწყობილმა თანამშრომელმა ქალმა დამათვალიერებინა ყველა სართული და ოთახი და გაირკვა, რომ მსურველებს აქ შეუძლიათ გაჩერდნენ საკმაოდ დაბალ ფასად. 

“ფირუზა” ბორჯომის პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.