fbpx

ქათმის კესადია ნუცი ხუნწარიასგან


გააზიარე სტატია

 

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე 
  • ბულგარული წიწაკა – წითელი და მწვანე
  • ხახვი
  • ყველი ჩედარი 
  • სუნელები: ორეგანო, პაპრიკა, ძირა, დაფქული ნიორი, ჩილი დაფქული.
  • ტორტია (tortilla)

 

ქათმის ფილე დავჭრათ გრძელ ნაჭრებად (ჟულიენი) და გავაჩეროთ მარინადში ერთი საათი ან მეტი: ლიმონის წვენი, ზეთი, ორეგანო, პაპრიკა, ძირა (კუმინი), დაფქული ნიორი,  ჩილი, მარილი. 

ბულგარული და ხახვიც დავჭრათ გრძელ და წვრილ ნაჭრებად (ჟულიენი).

ტაფაზე შევწვათ ქათმის ფილე 6-7 წუთი (ისე, რომ არ გამოშრეს), სანამ ბოლომდე შეიწვება, ვამატებთ ჯერ ხახვს და შემდეგ ბულგარულს. 2 წუთი გავაჩეროთ ერთად საშუალო ცეცხლზე. 

გრილის ტაფა გავახუროთ და დავდოთ ტორტია, ნახევარზე დავაყაროთ გახეხილი ჩედარი, სამი სუფრის კოვზი ქათმისა და ბულგარულის მასა, ისევ გახეხილი ჩედარი, გადავკეცოთ და გავაჩეროთ, სანამ ყველი ბოლომდე არ ჩადნება (2-3 წუთი).

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.