fbpx

“მეამას” შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა


გააზიარე სტატია

ფოტოები: გიორგი მამასახლისი, Nakanimamasakhlisi Photo Lab

 

საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის უკვე კარგად ნაცნობმა და საამაყო შენობამ, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს და ყავის ქართული კომპანია მეამას სათავო ოფისს წარმოადგენს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურსის სამ ნომინაციაში გაიმარჯვა

Architizer A+Awards მსოფლიო არქიტექტურის  ყველაზე მასშტაბური კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად საუკეთესო და გამორჩეულ არქიტექტურულ პროექტების ავლენს. კონკურსის დახმარებით მილიონობით ადამიანი მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ეცნობა ახალი საინტერესო შენობების არქიტექტურასა და დიზაინს და კონკურსის გამარჯვებულთა გამოვლენაში პირადად მონაწილეობს.

კონკურსის ჟიური თავდაპირველად თვითონ  ავლენს სხვადასხვა კატეგორიაში ხუთ ფინალისტს, შემდეგ კი  მსურველების მიერ  კონკურსანტი პროექტისთვის ხმის მიცემა ონლაინ მიმდინარეობს. 

ქართული ყავის კომპანიის,   მეამას სათავო ოფისის შენობა, რომლის არქიტექტურა და დიზაინი გიორგი ხმალაძეს  ეკუთვნის, ჟიურის გადაწყვეტილებით სამ ნომინაციაში გადავიდა ფინალში. ეს ნომინაციები იყოდაბალსართულიანი სამუშაო სივრცე, არქიტექტურა ბეტონ.  მესამე კატეგორიაში “ოფისის ინტერიერი”  ქართული პროექტი თავიდანვე ლიდერობდა და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, 31 ივლისს უკვე გამარჯვებულადაც გამოცხადდა

მეამას შენობის კონკურენტები იყვნენ ცნობილი კომპანიების სამუშაო სივრცეები:  Jaguar, TikTok, Warner Music Group, John F.Kennedy Center for the Performinf Arts და სხვა.

დღეიდან უკვემეამას“ შენობა, როგორც მსოფლიო დონის კონკურსში გამარჯვებული პროექტი,  Architizer A + Awards-ის ვებგვერდზე  განთავსდებაასევე წარმოდგენილი იქნება Architizer.com-ის ჟურნალში და A + Awards-ის მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტურის შესახებ შექმნილ ყოველწლიურ გამოცემებშიარქიტექტორს კი  სპეციალური პრიზი გადაეცემა.

ამგვარ საერთაშორისო კონკურსებში ქართველი არქიტექტორების და ქართული პროექტების წარმატება  მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიაზაციას მსოფლიო მასშტაბით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.