fbpx

ამაზონური ჩიტების ჭიკჭიკის ვიზუალიზაცია – ენდი თომასის ციფრული სკულპტურა


გააზიარე სტატია

ავტორი: გრეის ებერტი

ამაზონში მოგზაურობის აუდიოჩანაწერების მიხედვით, ხელოვანმა ენდი თომასმა ფრინველების სტვენა, ჭიკჭიკი და ღუღუნი ციფრული ანიმაციის საშუალებით გადმოსცა. პროექტი – Visual Sounds of the Amazon 2 გაფანტული წერტილების, წრიულად მოძრავი ნისლისა და ამორფული ფორმის ციმციმა ელემენტებისგან არის შექმნილი, რაც ფრინველთა ბგერების ვიზუალურ თარგმანს წარმოადგენს. თითოეულ ბგერასთან ერთად მოფარფატე მასა იბადება, იზრდება და იშლება, შემდეგ კი სრულიად განსხვავებულ ფორმას იძენს.

 


ენდი თომასის მრავალი პროექტი ტექნოლოგიისა და ბუნების კვეთას ეხმიანება და Colossal-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ იგი კომპიუტერებს  ევოლუციის ჰიპერგაფართოებად მიიჩნევს:


ადამიანები ბუნებრივი სამყაროს ბიომრავალფეროვნებას ცვლიან და თანდათანობით მას ციფრული ვერსიებით ანაცვლებენ. გატაცებული ვარ ციფრული ხელოვნების შექმნის იდეით, რომელიც ბუნების სილამაზესა და სირთულეს ასახავს. იმედი მაქვს, რომ ეს ნამუშევარი ხალხს წაახალისებს, შეისწავლოს ფრინველების მრავალი საოცარი სახეობა და შეახსენებს, თუ რამდენად მყიფე და მნიშვნელოვანია ეს ადგილი ყველასთვის”.


ხელოვანი პროექტის – Visual Sounds of the Amazon 2-ის  შესახებ წერს: ”ეს სერია ბრაზილიელ ხალხსა  და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ტყის ეკოსისტემას ეძღვნება. მსოფლიოს ფილტვებად ცნობილი ამაზონის ტყეს მუდმივად ემუქრება განადგურების საფრთხე”.


უფრო მეტის სანახავად გამოიწერეთ ხელოვანის ინსტაგრამის გვერდი.



ორიგინალი: https://www.thisiscolossal.com

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.