fbpx

Super Mimino – მიმინოს გზა Nintendo-ს სამყარომდე


გააზიარე სტატია

შემოქმედებითმა კომპანია Holy Motors-მა და ანიმაციის სტუდია Ping Pong Studio-მ  ორიგინალური ერთწუთიანი ანიმაცია – “სუპერმიმინო” შექმნეს, რითაც მსახიობსა და მომღერალს, ბუბა კიკაბიძეს 82 წლის იუბილე მიულოცეს.

 

Super Mimino

საუკუნის ყველაზე დასამახსოვრებელ ქართველ კაცს, ჩვენს ელვის პრესლის, ფრენკ სინატრასა და ჯორჯ კლუნის ვახტანგ ბუბა კიკაბიძეს ვულოცავთ 82-ე დაბადების დღეს ოდნავ დაგვიანებით და უსასრულო სიხარულს ვუსურვებთ!Out of nothing, Super Mario meets Mimino.Actor, singer, and a true Georgian legend Vakhtang “Buba” Kikabidze turned 82 a week ago. With Gurika Chokheli and his Ping Pong Studio we made a little Super Mario tribute to his most iconic character Mimino, a helicopter pilot from a tiny village with a giant dream to fly huge international airliners. He moves to Moscow to find himself in a series of bittersweet adventures with his new friend – Armenian truck driver played by the fabulous Frunzik Mkrtchyan.Shot in the toughest locations in Georgian highlands, Moscow and parts of West Berlin, this soviet Christmas classic is a heart-warming ode to friendship, and the poetic fate of Georgian men with mustaches. You laugh, you cry, you laugh again. Amazing work by Georgiy Danelia, Revaz Gabriadze, Viktoriya Tokareva, and Giya Kancheli, who basically gave us the ultimate Georgian party anthem "Chito-Gvrito" (now available in 8bit). You can watch the full movie on Mosfilm Youtube channel with English subtitles – https://youtu.be/P4k2LNPRV-0 Enormous thanks to Gurika Chokheli for illustrating, animating and composing to translate this old-timey Mosfilm gem in the Nintendo universe. Art direction by Nick Kumbari. It all started as a joke by Giorgi Avaliani.

Gepostet von Holy Motors am Dienstag, 28. Juli 2020

 

გიორგი ავალიანი, შემოქმედებითი კომპანია Holy Motors-ის თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი:

“ბუბა კიკაბიძე ქართული კულტურის ცოცხალი განძია. ჩვენი ყველაზე შთამბეჭდავი სახეები აამეტყველა ეკრანზე და თანდაყოლილი სილაღე მთელი ერის სავიზიტო ბარათად აქცია. ძალიან გვიყვარს და ვაფასებთ! ამ მცირე ანიმაციაზე მთელი გულით ვიმუშავეთ ლეგენდარული არტისტისთვის 82-ე დაბადების დღის მხიარულად მისალოცად.

 

მსგავსება “მიმინოს” დაუვიწყარ პერსონაჟსა და სუპერმარიოს შორის ძალიან აშკარაა. ყველას გვიკვირს, აქამდე როგორ ვერ ვხვდებოდით ამას. სუპერმიმინოს იდეა მსუბუქი ხუმრობით  მოევლინა მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიას და პანდემიის მძვინვარების დროს საყვარელ პროექტად გადაიქცა. ხმამაღალი მადლობა გურიკა ჩოხელსა და მის Ping Pong Studio-ს გმირების შექმნის, ანიმაციისა და ჩიტო-გვრიტოს Nintendo-ს ჰანგზე გადააზრებისთვის. დიდი მადლობა ნიკოლოზ კუმბარს სუპერმიმინოს გაცოცხლების სამხატვრო ხელმძღვანელობისთვის. მისი აზრით, ეს ანიმაცია ორი შორეული სამყაროს ნოსტალგიის ნაზავია – დასავლეთის ხიბლისა და ბუნდოვანი საბჭოთა წარსულის. თუ არ ეთანხმებით, შეგიძლიათ ვიდეო ბევრჯერ ნახოთ და თქვენც გამოთქვათ საკუთარი აზრი”.

 

გურიკა ჩოხელი – ანიმატორი, Ping Pong Studio:

“ამ ანიმაციაზე მუშაობამდე ნამდვილად არ მქონდა  წარმოდგენა, რამდენად დასამახსოვრებელი და ნიშანდობლივია ბუბას შესრულებული როლი ფილმში “მიმინო” და დასაწყისში მხოლოდ მარიოსთან მისმა ვიზუალურმა მსგავსებამ გამიტაცა. მაგრამ ფილმის საფუძვლიანად ყურების შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენც შეიძლება გვყავდეს ისეთი iconic ფიგურები კულტურაში, როგორიც არის მარიო დანარჩენი სამყაროსთვის. დარწმუნებული ვარ, სხვა რეალობაში მიმინო აუცილებლად გადაიქცეოდა  თამაშის პერსონაჟად და ვეცადეთ, ამგვარი რეალობა წარმოგვედგინა“.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.