fbpx

ფოტოამბავი: თბილისის ზღვის ავსება და საზეიმო გახსნის ცერემონია


გააზიარე სტატია

 

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქჯგუფში –  “თბილისური ფოლორცი” თბილისის ზღვაში წყლის გაშვების ცერემონიის ამსახველი ფოტოები გავრცელდა. ფოტოები 1952 წლის 4 ნოემბერს  რუსმა კინოოპერატორმა და რეჟისორმა ვლადისლავ მიკოშამ გადაიღო. 

თბილისის წყალსაცავი, რომელსაც  „თბილისის ზღვას“ უწოდებენ, მახათას თხემის უკან, გლდანის მახლობლად მდებარეობს. წყალსატევის შექმნა ნავარაუდევი იყო ჯერ კიდევ თბილისის განვითარების და რეკონსტრუქციის 1934 წლის გენერალურ გეგმაში.

სამგორის წყალსაცავი, რომელსაც 31 მლნ კბ მეტრი წყლის ტევადობა აქვს,  სამი მლაშე ტბის – ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას შეიქმნა. მისი სათავე-ნაგებობები სოფელ პალდოსთან მდებარეობს. თბილისის ზღვის ფართობი 11,6 კვადრატული კილომეტრია, მაქსიმალური სიღრმე კი 45 მეტრს შეადგენს. წყალსაცავი ძირითადად საყოფაცხოვრებო და საირიგაციო მიზნებით შეიქმნა, რის გამოც მასში წყლის დონე სეზონურად იცვლება. იგი მინიმალური ზაფხულის თვეებშია. წყალსაცავში წყლის დონის ამპლიტუდა 10 მეტრს აღწევს.

წყალს თავდაპირველად სამგორის ველის მოსარწყავად იყენებდნენ, სადაც ძალიან ცოტა ნალექი მოდიოდა.  წყალსაცავი მდინარე ივრის წყლით საზრდოობს, რომელიც მასში სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხით ჩადის. თბილისის წყალსაცავის წყალს სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისათვის, თევზის სარეწად და წყლის სპორტისათვის იყენებენ. თბილისის ზღვაში თევზებიდან გავრცელებულია კობრი, კარჩხანა, ნაფოტა, ლოქო, შამაია, კალმახი.

1956 წელს თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე 300 ჰექტარი ფართობის დენდროლოგიური პარკი გაშენდა, რომელიც თბილისის დაცული ტერიტორიის სიაშია. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.