fbpx

ალმოდოვარმა და ტილდა სუინტონმა ფილმზე მუშაობა დაასრულეს — პრემიერა სექტემბერში გაიმართება


გააზიარე სტატია

ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ კინოსამყაროს ორი გამორჩეულად საინტერესო ხელოვანი – პედრო ალმოდოვარი და ტილდა სუინტონი საერთო პროექტზე მუშაობდნენ. 

დღეს კი გაირკვა, რომ ლეგენდარული ესპანელი რეჟისორის პირველი ინგლისურენოვანი ფილმი THE HUMAN VOICE დღის სინათლეს სექტემბერში, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე იხილავს.

The Human Voice-ში მხოლოდ ტილდას პერსონაჟსა და მის ძაღლს ვიხილავთ. პროექტი ჟან კოქტოს ერთმოქმედებიან პიესაზეა დაფუძნებული, რომელსაც იდენტური სახელწოდება აქვს. სცენარის მიხედვით კი ფილმის მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ მისი შეყვარებული სხვა ქალზეა დაქორწინებული.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.