fbpx

ფილმი Comfort Zone ქართველი არტისტის, მეთ შელის შესახებ Berlin Commercial 2020-ის ნომინაციებში მოხვდა


გააზიარე სტატია

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც კინორეჟისორმა ჯორდან ბლეიდმა ქართველ არტისტზე, მეთ შელიზე გადაიღო, Berlin Commercial 2020-ის  ნომინანტებში მოხვდა.

ალბათ გახსოვთ, რომ  at.ge გიამბობდათ ფილმზე, სახელწოდებით Comfort Zone, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია თბილისის დრაგ-სცენაზე,  უფრო კონკრეტულად კი  მეთ შელიზე – მსახიობსა და არტისტზე, რომელიც მისი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.

ფილმში თავდაპირველად მეთი გვიყვება ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ შექმნა საკუთარი დრაგ ალტერ-ეგო – ვიქტორია სლატინა, რომელსაც შემდეგი სიტყვებით ახასიათებს: “ყურადღების მომთხოვნი, ემოციური და ძალიან აგრესიული”. მისი თქმით, დრაგი მას საკუთარი თავისა და იდენტობის სრულად მიღებაში დაეხმარა. 

გარკვეული პერიოდის შემდეგ ვიქტორია წარსულში დატოვა და დღეს ის მეთ შელია, რომელსაც ხანდახან კაბა აცვია – ლუქი, რომელიც მას ფილმში მოსავს, დიზაინერ ლევაუ შველიძეს ეკუთვნის.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.