fbpx

თრეილერი: მედდა რეტჩედზე გადაღებული სერიალის პრემიერა სექტემბერში გაიმართება


გააზიარე სტატია

“თქვენ იცით ლეგენდა, მაგრამ არ იცით, როგორ დაიწყო ნამდვილი ისტორია” – ამ სიტყვებით წარადგინა თავისი თაობის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მსახიობმა სარა პოლსონმა მისი მონაწილეობით გადაღებული ახალი სერიალი – “Ratched”. 

სერიალის ავტორი არაერთი გახმაურებული შოუს შემქმნელი და პროდიუსერი რაიან მერფია, რომელმაც ნეტფლიქსთან თანამშრომლობის ფარგლებში საზოგადოებას კიდევ ერთი პროექტი წარუდგინა. 

ახალი შოუს მთავარი პერსონაჟი კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უარყოფითი პერსონაჟი – მედდა რეტჩედია, რომელიც ლეგენდარული ფილმის, One Flew Over the Cuckoo’s Nest-ის განუყოფელი ფიგურაა. სწორედ მის როლს მოირგებს მერფის ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი სარა პოლსონი.

 

 

როგორც თრეილერში ჩანს, სარასთან ერთად რაიან მერფის ახალ შოუში არაჩვეულებრივ სამსახიობო ანსამბლს ვიხილავთ, მათ შორის – შერონ სტოუნს, სინტია ნიქსონს, ჯუდი დევისს, ჩარლი კალვერს, ჰერიეტ ჰარისსა და ფინ ვიტროცკის.

აღსანიშნავია ისიც, რომ სიუჟეტი 1947 წელს დაიწყება და გვიჩვენებს, თუ როგორ გარდაიქმნა რეტჩედი  მედდიდან შიშისმომგვრელ ავტორიტეტულ ფიგურად.

სერიალის პრემიერა 18 სექტემბერს გაიმართება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.