fbpx

ზღაპრული შვებულება – 10 მიზეზი – ვინ და რატომ უნდა წავიდეს ლოპოტაზე


გააზიარე სტატია


სიმწვანეში ჩაფლული ლოპოტას ტყის ხეობა, სუფთა ჰაერი, მზე, სპაში განტვირთვა, კარგი მუსიკა და გართობა – საუკეთესო გადაწყვეტილება ზაფხულის შვებულების დროს.


10 მიზეზი – ვინ და რატომ უნდა წავიდეს ლოპოტაზე

  • 21-ე საუკუნის ადამიანებს უმეტესი დროის გატარება სტრესულ გარემოში გვიწევს – მუდმივი სიჩქარე და დროის დეფიციტი. ამბობენ, რომ თანამედროვე ადამიანს დღე-ღამეში 24 საათი აღარ ყოფნის, თუმცა, საკმარისია ქალაქს და მის ყოველდღიურობას თავი დააღწიოთ, ხვდებით, რომ განტვირთვა აუცილებელია, ლოპოტა კი მართლაც ის ადგილია, “სადაც დრო ჩერდება”.
  • ოჯახური დასვენების მოყვარულთათვის აქ ყველაფერია სრულყოფილი დასვენებისთვის. ღია და დახურული აუზი, ველობილიკი, ან თუნდაც საჯინიბო, სადაც თქვენი ოჯახის მცირეწლოვანი წევრი თამამად შეგიძლიათ გამოცდილ ინსტრუქტორს მიანდოთ, თავად კი ჭიქა კოქტეილი ან ცივი საზამთრო მიირთვათ და თვალწარმტაცი ხედებით დატკბეთ. 
  • მათთვის, ვისთვისაც დასვენება შემეცნებას  უკავშირდება და  ვისაც უნდა შვილს ქვეყნის ისტორია სახელმძღვანელოთი კი არა, იმ ადგილების ჩვენებით ასწავლოს, სადაც ეს ისტორია იქმნებოდა – აქედან ერთი ხელის გაწვდენაზეა ალავერდი, ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, ახლოა ციხე-ქალაქი გრემი – კახეთის უძველესი დედაქალაქი, ნეკრესის ნაქალაქარი თუ ფეოდალური ციხე-ქალაქი სიღნაღი; თელავი, რომლის უბნებსა და ქუჩებში უძველესი ამბები ჯერ კიდევ ცოცხლობს და პატარა ბავშვიც რომ შეგხვდეთ, აუცილებლად მოგითხრობთ რამეს მეფე ერეკლეს შესახებ. 
  • სპა-პროცედურების მოყვარულთათვის ძნელად თუ შეხვდებით ადგილს, სადაც პროცედურების ასეთი მრავალფეროვანი ჩამონათვალია. ღვინის, სხვადასხვა ეთერზეთების თუ ვარდის ფურცლებით გაზავებული აბაზანის მიღებისას კი თქვენ წინ ისეთი ხედი იშლება, რომ თავი სიზმარში გეგონებათ.  
  • ეკოტურიზმის მოყვარულთათვის კახეთი ნამდვილად ფასობს ხელთუქმნელი ბუნებით. ლოპოტადან ეკოტურის მოსაწყობად შეგიძლიათ ვაშლოვანის ან ლაგოდეხის ნაკრძალში გაეშუროთ და თუ ნამდვილი ეთნოგრაფიით დაინტერესდებით, “ღრუბლებს მაღლა” თუშეთია, ცის და მიწას შორის გამოკიდებული. 
  • ნამდვილი გურმანებისთვის არსადაა ასეთი გემრიელი მწვადი, და ვეგანებისთვის აქაურ ბოსტანში მოყვანილ პროდუქტს არაფერი ჯობს, კიტრის და პომიდვრის მწვანილით და კახური ზეთით შეზავებული სალათა იქნება თუ დახვეწილი და განსაკუთრებულად  შეკმაზული  ეკალა და ნიგვზიანი ბადრიჯანი. 
  • მათთვის, ვისთვისაც ღვინო არა მხოლოდ სასმელი, არამედ ისტორიის და იდენტობის ნაწილია.
  • მათთვის, ვისაც იდეები მაშინ მოსდის, როდესაც კავკასიონის თოვლით მარად დაფარულ მწვერვალებს ან ალაზნის უსასრულო ველს გასცქერის და მათთვის, ვისთვისაც თევზაობა თევზჭერა კი არა, მედიატაცია უფროა. 
  • მათთვის, ვისაც უნდა გაიგოს, რომ ნამდვილი სტუმართმოყვარეობა დაშტამპული სიტყვები კი არ არის, არამედ ის მსოფლშეგრძნება, რაც გულგრილს არავის ტოვებს.
  • მათთვის, ვისაც უნდა,  რომ საქართველოში დაისვენოს! 

დაჯავშნე აგვისტოს ბოლომდე მინიმუმ 7 ღამე და მიიღე გამოცხადებულ ფასებზე 25%-იანი ფასდაკლება. შეთავაზებაში შედის:

  • სამჯერადი კვება
  • პირადი შეზლონგი გარე აუზზე
  • წყლის ველოსიპედები – დღეში 1 საათი საჩუქრად
  • მაგიდის ჩოგბურთი/ფეხბურთი – დღეში 1 საათი საჩუქრად
  • გასართობი აქტივობები პატარებისთვის

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.