fbpx

პოსტსაბჭოთა ქვეყნების კორუმპირებულობის კვლევა მინისტრების ჭარბწონიანობის მიხედვით – Economist


გააზიარე სტატია

 

სამხრეთ ინგლისში მდებარე ქალაქ High Wycombe-ში  პარლამენტარები, მერი და საბჭოს წევრები ყოველწლიურად საჯაროდ იწონებიან, რათა თავიდან აირიდონ ცნობილი გამოთქმა:  “გადასახადების გადამხდელების ხარჯზე წონაში იმატებენ”. 

ახალი კვლევის თანახმად,  15 პოსტსაბჭოთა  ქვეყნის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ, რაც უფრო მეტს იწონიან მთავრობის წევრები, მით უფრო კორუმპირებულია ქვეყანა. კვლევის ავტორმა პავლო ბლავატსკიმ ალგორითმი გამოიყენა იმისთვის, რომ 300-მდე მინისტრის ფოტოები გაეანალიზებინა და მათი სხეულის მასის ინდექსი (BMI) განესაზღვრა. 

შეფასების თანახმად, ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული პოსტსაბჭოთა ქვეყნებია – ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია და საქართველო;   ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში კორუფცია ყველაზე გავრცელებულია. ბოლო ორ ქვეყანას, და ასევე უკრაინას,  ყველაზე პუტკუნა მინისტრები ჰყავს. შესწავლილ  15 ქვეყანაში მინისტრების თითქმის მესამედი, პავლოს შეფასებით, ჭარბწონიანები არიან და მხოლოდ 3%-ია ნორმალური წონის. ვლადიმერ პუტინის მცდელობის მიუხედავად, რომელსაც სურს, რომ ძლიერი და ჯანმრთელი ადამიანის რეპუტაცია ჰქონდეს, მისი მთავრობაც ისეთივე ჭარბწონიანია, როგორიც მეზობელ ქვეყნებში.

კორუფციის დონის განსაზღვრა რაოდენობრივად  რთულია, შეფასებები  კი ძირითადად საზოგადოების აღქმას ეყრდნობა. ამასთან, მინისტრების სხეულის მასის ინდექსის (BMI) ცვლადი შეიძლება სასარგებლოც კი იყოს კორუფციის დონის  განსასაზღვრად შედარებით  მოკლევადიან პერიოდში. ბლავატსკი აღნიშნავს, რომ 2018 წელს, დემოკრატიული რევოლუციის მიუხედავად, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის ინდექსში სომხეთის ქულა უცვლელი დარჩა წინა წელთან შედარებით. ის ფაქტი, რომ სომხეთის მინისტრების BMI შედარებით დაბალია,  იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა ქვეყანამ კორუფციის აღმოფხვრაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

სიმართლე ის არის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ჭარბწონიანი მინისტრები ჰყავთ,  მოსახლეობა ყველაზე ნაკლებს  იწონის  და შედარებით ღარიბია. 

წყარო: https://www.economist.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.