fbpx

აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების დახმარებით გადაღებული ფოტოსერია – პროექტი “ხიდი”


გააზიარე სტატია



ფოტოპროექტი “ხიდი” ფოტოგრაფმა ზეინაბ ბარნოვმა (Barnavelligallery) პანდემიის დროს სხვა ვირტუალურ პროექტებთან ერთად წამოიწყო და ის აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების დახმარებით, თბილისიდან აფხაზეთის ფოტოებისა და ვიდეოს გადაღებას გულისხმობს.  

პროექტის ფარგლებში ფოტოგრაფი ტელეფონით უკავშირდება აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეს, სთხოვს ადგილმდებარეობისა და გარემოს ეკრანზე ასახვას, რის შემდეგაც იღებს ფოტო/ვიდეო კადრებს და ეკრანზე გამოსახულებას აფიქსირებს.

სხვადასხვა მობილური და ინტერნეტაპლიკაციების საშუალებით აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები თავიანთი მობილური ტელეფონებით ზეინაბ ბარნოვს ფოტო თუ ვიდეოკადრის რაკურსის შერჩევაში ეხმარებიან. საბოლოოდ, დისტანციურად შერჩეულ კადრს ფოტოგრაფი თბილისში თავის ეკრანზე აფიქსირებს.

ზეინაბ ბარნოვი ამბობს, რომ პროექტის უმთავრესი მიზანი ადამიანებს შორის არსებული საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევა და ოკუპაციის შედეგად ჩაკეტილი საზღვრების ვირტუალურად დაძლევაა – ესაა “ხიდის” გადება საზოგადოებებს შორის.

 

თბილისი – გაგრა 561 კმ.

თბილისი – სოხუმი 467 კმ.

 

Tbilisi-Sokhumi 428km #ხიდიthebridge #ცალითვალით

Gepostet von Barnovi Barnaveli am Sonntag, 28. Juni 2020

 

თბილისი – გალი 455 კმ.

თბილისი – ენგურის ხიდი 445 კმ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.