fbpx

ომის sms-ები – Video / Audio


გააზიარე სტატია


“ომის ესემესები” შეიკრიბა 2008 წლის ომის დასრულებიდან ორიოდე კვირაში და გამოიცა ჟურნალ „ანაბეჭდის” სპეციალურ გამოშვებაში – “ომის ანაბეჭდი”.

რამდენიმე ათეული ესემესით მკითხველის თვალწინ იშლება ომის სურათი, როგორსაც მას ხედავდნენ საქართველოში მყოფი ადამიანები, რომლებიც მოულოდნელად ჩაკეტილები აღმოჩნდნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, სანამ შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობდა.

2020 წელს “ომის ესემესების” ექსპოზიცია შედგა პლატფორმა In Between Conditions-ის გამოფენაზე – Post Digital Dreams, რომლის ფარგლებშიც ესემესების კრებული ომის დოკუმენტური ვიდეოებიდან აღებული ხმოვანი ბილიკით.

 


პროექტ „ომის ესემესებში“ ვკითხულობთ  ნამდვილ  მიმოწერას,  რომლებიც დაიგზავნა 2008 წლის ომის პერიოდში საქართველოში და საზღვარგარეთ, ომის დაწყებიდან ცეცხლის შეწყვეტამდე. პირველი ესემესი ამ კრებულში 7 აგვისტოთი თარიღდება.

გამომცემლობა Global Darkness Publishing-მა დაბეჭდა „ომის ესემესების“ გრაფიკულად გაფორმებული ქართულ-ინგლისური გამოცემა, რომლის ციფრული ვერსიაც შეგიძლიათ უფასოდ წაიკითხოთ ჟურნალ „ავტოპილოტის“ ვებგვერდზე.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.