fbpx

დღესვე შეგიძლია სუპერგმირი გახდე – ახალი საქველმოქმედო პროექტი


გააზიარე სტატია

 

“სუპერგმირი“ საქველმოქმედო ორგანიზაციაა ჩვენთვის, უფროსებისთვის, რათა სამყაროში ყველაზე საყვარელი არსებების, ბავშვების ცხოვრება ოდნავ მაინც შევცვალოთ.

“სუპერგმირის” დახმარებით ცვლილებებს საკუთარ ცხოვრებაშიც აღმოვაჩენთ და ერთ-ერთ მარტივ ჭეშმარიტებას ჩავწვდებით, რომ სუპერგმირობისთვის სულაც არ არის აუცილებელი, რომ ვფლობდეთ განსაკუთრებულ ან ზებუნებრივ უნარებსა და შესაძლებლობებს.

ამ ორგანიზაციის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებენ ისეთ ბავშვებს, რომლებიც გაჭირვებულ ოჯახებში იზრდებიან და ძალიან სჭირდებათ კონკრეტული, მატერიალური პრობლემების მოგვარება, ან რაიმე განსაკუთრებული ოცნება აქვთ.

ინფორმაცია ერთად, ვირტუალურ სივრცეში იყრის თავს, საიდანაც მათი ისტორიები ჩვენამდე, სუპერგმირებამდე აღწევს.

აღსანიშნავია, რომ „სუპერგმირი“ თავისი სურვილით ირჩევს ბავშვს და იწყებს მის ყოველთვიურ დახმარებას.

კარგია ისიც, რომ ყოველთვიური დონაცია, ანუ შენ მიერ გაღებული თანხა 100%-ით ბენეფიციარს მოხმარდება.

“ჩვენი ვებგვერდი პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ამუშავდა. პირველ რიგში, ჩვენი მიზანი გაჭირვებული ბავშვების დახმარებაა. ჩვენთან თითოეული ადამიანი  თითოეულ ბავშვს ეხმარება. ეს მხოლოდ ფინანსურ დახმარებას არ გულისხმობს, ურთიერთობა მოისაზრებს, რომ სურვილის შემთხვევაში სუპერგმირი ბავშვის მენტორიც ხდება.  საკუთარ რჩევებსა და გამოცდილებას უზიარებს ონლაინ”, – ამბობს დამფუძნებელი ნეკო შათირიშვილი At.ge-სთან საუბრისას.

მოკლედ, მარტივია, გადადი ამ ლინკზე და მოძებნე ის განსაკუთრებული ბავშვი, რომლის სურვილსაც ამჯერად აუცილებლად აასრულებ.

საქველმოქმედო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, “86 ბავშვს უკვე ჰყავს სუპერგმირი, ხოლო 33 ისევ მოლოდინშია”.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.