Feedc: ლოკაციაზე დაფუძნებული მედია პლატფორმა
Feedc ინოვაციური სტარტაპია, რომელიც ნიკოლოზ კვარაცხელიამ 18 წლის ასაკში შექმნა. როდესაც ნიკოლოზი საფრანგეთში სასწავლებლად წავიდა, მან მალევე აღმოაჩინა ციფრულ სამყაროში ცვლილების შეტანის საჭიროება. მისი სოციალური ქსელების ფიდები სავსე იყო მეგობრებისა და გამომწერების პოსტებით, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ და შესაბამისად, აქ არსებულ აქტუალურ საკითხებზე წერდნენ. ნიკოლოზისთვის კი მეტად მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ რა ხდებოდა მის გარშემო – საფრანგეთში.
სწორედ აქედან დაიბადა Feedc-ის შექმნის იდეა. პლატფორმის მთავარი არსია საშუალება მისცეს მომხმარებელს მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ბარიერების გარეშე. Feedc აღმოფხვრის მეგობრებისა და გამომწერების საჭიროებას და მომხმარებელს სთავაზობს ინფორმაციის მიღების ყველაზე მარტივ და მოსახერხებელ გზას.
Feedc-ის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი ხუთი ფიდია: “შენ გარშემო”, “აქტუალური”, “შენთვის”, “გამოწერილი” და “News”. იქიდან გამომდინარე, რომ პლატფორმა ლოკაციაზეა დაფუძნებული, თითოეული პოსტი იტვირთება შესაბამისი ადგილის ფიდზე, რაც ინფორმაციის გავრცელების სიმარტივეს უზრუნველყოფს. მაგალითად, თუ მომხმარებელმა დაპოსტა თბილისიდან, პოსტი იტვირთება თბილისის ფიდზე და ყველა, ვინც აქ იმყოფება, ავტომატურად ხედავს ამ პოსტს.
დღეს Feedc წარმოდგენილია აპლიკაციისა და ვებგვერდის სახით
პლატფორმაზე აქტიურად პოსტავენ არამარტო ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოები, არამედ კონტენტის შემქმნელებიც, რომლებიც ამა თუ იმ საინტერესო თემაზე უძღვებიან ბლოგებს. გარდა ამისა, Feedc-ზე შესაძლებელია საქართველოს წამყვანი ტელეარხების პირდაპირ ეთერში ყურება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.
ნიკოლოზის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც Feedc-ს, როგორც კომპანიას, ახასიათებს, არის გუნდის სიძლიერე, რაც გამოიხატება ხარისხიანი პროდუქტის მომხმარებლამდე სწრაფად და ეფექტურად მიწოდების კულტურაში. გარდა ამისა, მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის სიღრმისეული გაანალიზებით, პლატფორმა მუდმივად მუშაობს გაუმჯობესებასა და განვითარებაზე.
Feedc-ის მთავარი მიზანია შექმნას ისეთი ეკოსისტემა, სადაც ინფორმაციის ყველა წყარო ერთად იარსებებს და ამის საფუძველზე განურჩევლად ყველას მიეცეს საშუალება ხმა მიაწვდინოს ადგილობრივ საზოგადოებას.
სამომავლო გეგმების შესრულებისთვის Feedc აქტიურად მუშაობს, რაც გამოიხატება საქართველოს გარდა სხვა ქვეყნების ბაზარზე გაფართოებაში. ამ ქვეყნების სიაში შედის უკრაინა, სომხეთი და აზერბაიჯანი, საიდანაც Feedc-ის ტრეფიკი უკვე 25%-ს აჭარბებს.
აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მოცემული ბმულიდან: download.feedc.com