fbpx

Lisi Island – 3 დღიანი ფესტივალი კუნძულზე, ანაკლიაში


გააზიარე სტატია


Lisi Island – ანაკლიაში, 3-დღიანი ფესტივალი 21-22-23 აგვისტოს ჩატარედება. კუნძული კარგი მუსიკისა და ხარისხიანი გართობის მოყვარულებს უმასპინძლებს.

ანაკლიის მშვენიერ ბუნებაში, როგორც კი ციხესიმაგრეს და მცირე ხიდს გაივლი, მოხვდები მისტიკურ ტყეში, ხეებით დაჩრდილულ სიმწვანეში, სადაც 3 დღე-ღამის განმავლობაში 25 ლოკალური არტისტი განსხვავებული ჟანრის მუსიკას დაუკრავს.

 

LINE UP: YVES • NICOLE • ZITTO (Bassiani) • NDRX (Bassiani) • KANCHELI (Bassiani) • IKA (Small Moves) • ZURKIN (Vodkast) • VAKHO (Vodkast) • JD J (Vodkast) • NATALIE BERIDZE live • NIKAKOI live • NAKASHIDZE live (Tessaract) • GIO SHENGELIA • A.TABUKASHVILI • NEWA (Bassiani) • BOYD SCHIDT (Khidi) • JORJICK • NUJI • BERO • KORDZ live • COBERT live (Tessaract) • PASHA • NIKA J • TOMMA • BACHO

 

 

ივენთზე დაგხვდებათ კაფე, რომელიც გემრიელი მენიუთი გაგიმასპინძლდებათ, დაღლილ მოცეკვავეებს კი მშვიდ, კეთილმოწყობილ სივრცეში ექნებათ დასვენების საშუალება.  

ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია  მესამე კალათის ბილეთები – 130₾

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ვერიფიკაციის გავლის შემდეგ. რეგულაციებიდან გამომდინარე,  დასწრება შეზღუდულია, თუმცა შესაძლოა მცირე რაოდენობის ბილეთები შესასვლელშიც  გაიყიდოს.

ადგილზე იქნება Face და ასაკის კონტროლი – 21+

ივენთის გვერდს ფეისბუქზე დიდი დაინტერესება აქვს, რაც ძალიან კარგი შედეგია მომავალი ფესტივალისთვის. ყველა დეტალი და ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია და ივენთზე დამსწრეებმა უნდა იცოდნენ,  სწორედ აქ ზიარდება. თვალი ადევნეთ და მოემზადეთ 3-დღიანი თავგადასავლისთვის კუნძულზე, ანაკლიაში.

ადგილზე დაცული იქნება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ყველა ნორმა და წესი, შესაბამისად, ივენთის ორგანიზატორები მოგიწოდებენ,  გაითვალისწინოთ რეგულაციები. იზრუნეთ როგორც საკუთარ, ისე სხვის ჯანმრთელობასა და კომფორტზე.

 ისღა დაგვრჩენია მოვემზადოთ, მსუბუქი ბარგი ჩავალაგოთ და  მისტიკურ კუნძულზე გავემგზავროთ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.