ნიკოლ კიდმანი და მელისა მაკარტი Big Little Lies-ის ავტორის ახალ სერიალში ითამაშებენ
სულ მალე კომპანია Hulu მაყურებელს ახალ სერიალს შესთავაზებს. Nine Perfect Strangers – ასე ჰქვია ახალ შოუს, რომელიც Big Little Lies-ის ავტორის, ლიან მორიარტის წიგნის ეკრანიზაცია იქნება.
გარდა მთავარი როლებისა, კიდმანი და მაკარტი შოუს პროდიუსერობასაც შეითავსებენ.
სერიალის სიუჟეტი ცხრა, ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სამკურნალოდ ერთ-ერთ კურორტზე მიემგზავრებიან, რათა საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ, თუმცა, წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ რამდენად რთული იქნება ეს დღეები მათთვის.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ბოლო პროექტი, რომელსაც კიდმანი ლიან მორიარტის წიგნის მიხედვით გადაღებულ ეკრანიზაციაში მონაწილეობს.
Truly Madly Guilty იქნება მისტიკური ტრილერი, რომლის სიუჟეტიც ავსტრალიაში განვითარდება. ეპიცენტრში კი ცოლ-ქმარი – სემი და კლემენტინა არიან. ერთ დღესაც მათი მეზობელი ერიკა საკუთარ ეზოში ბარბექიუს მოწყობას გადაწყვეტს, სწორედ ამ დღიდან იქცევა მათი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად.