fbpx

ჯარედ ლეტომ დაადასტურა, რომ ენდი უორჰოლის როლს შეასრულებს


გააზიარე სტატია


ჯერ კიდევ 4 წლის წინ გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ოსკაროსანი მსახიობი ჯარედ ლეტო ახალ ბიოპიკში ენდი უორჰოლის როლს შეასრულებდა, უკვე ოფიციალურად დადასტურებულია. 

მომღერალმა და მსახიობმა ინფორმაცია ამის შესახებ თავად გაავრცელა.

პროდიუსერი მაიკლ დე ლუკა იქნება, რომელიც ისეთ  ცნობილ ფილმებზე მუშაობდა, როგორებიცაა – “სოციალური ქსელი”, “კაპიტანი ფილიპსი” და “გრეის 50 ელფერი”.

ფილმის სცენარზე კი ტერენს უინთერსი იმუშავებს, რომელიც  მონაწილეობდა საკულტო პროექტებში: “სოპრანოს კლანი”, “მიწისქვეშა იმპერია” და “უოლ სთრითის მგელი”. სცენარი ვიკტორ ბოკრის 1989 წელს გამოსულ წიგნის, “უორჰოლი: ბიოგრაფია” მიხედვით შეიქმნება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.