fbpx

მაკოლეი ლერმანის ფოტოსერია Greer Road


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა შნაიდერი

მაკოლეი ლერმანის ფოტოსერია  Greer Road ამერიკასა და კანადაში ავტოსტოპით მოგზაურობას აღწერს. ფოტოგრაფი მიჰყვებოდა სატვირთო მანქანებს,  მართავდა თავის ფურგონს. 

ლერმანი ალტერნატიული სამყაროთი და მისი ცხოვრების წესებით ბავშვობიდან იყო მოხიბლული, დროის უდიდეს  ნაწილს “ბეჭდების მბრძანებლის” კითხვაში ატარებდა, თავისი სახლის უკან, ტყეში კი თავგადასავლებს აწყობდა. თინეიჯერობის დროს იგი ანარქისტული თეორიებით დაინტერესდა, დაუმეგობრდა ადგილობრივ უკანონოდ მცხოვრებლებს და თვითონაც წამოიწყო მომთაბარე ცხოვრება.

მიუხედავად იმისა, რომ ლერმანი ახლა ბერლინგტონში, ვერმონტში ცხოვრობს, ადრეული გამოცდილება და ფილოსოფია ჯერ კიდევ შთააგონებს საქმიანობას. ფოტოსერია  Greer Road ყოფილი მომთაბარეების ცხოვრებას აღწერს, რომლებიც   ხუთ ჰექტარ საკარმიდამო ნაკვეთზე ცხოვრობენ. 

“თუ ამ ბუნებაში მოგზაურებს შორის რაღაც საერთო ძაფი არსებობს, ეს არის ეჭვი  იმაზე, რომ ოდესმე ამ სამყაროს ნაწილი იყავით, – განმარტავს ის. – სინამდვილეში, არსად წასასვლელი არ გაქვს, ამიტომ უნდა ისწავლო ცხოვრება საგნებს შორის. თეთრ ნაძვნარსა და წყნარი ოკეანის წიაღში არის ადგილი, სადაც ზაფხულის თვეებში ალპენგლოუ შეჩერებულია და დღის ყოველი მონაკვეთი დილას ჰგავს. აქვე არის ადგილი, სადაც ასფალტიანი გზა მთავრდება და ველური, აყვავებული მინდვრები იწყება”.

ნახეთ ლერმანის ფოტოსერია – Greer Road.

ორიგინალი: https://www.booooooom.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.