ტექნო, ფაშიზმი და სინთეტური ნარკოტიკები – VICE საქართველოს ნარკოპილიტიკის შესახებ
გააზიარე სტატია
მედიაპორტალმა VICE 13 აგვისტოს გამოაქვეყნა 20-წუთიანი ვიდეო, რომელიც საქართველოში სინთეტიკური ნარკოტიკების გავრცელების პრობლემას, მკაცრ ნარკოპოლიტიკასა და მის შედეგებს მიმოიხილავს.
“რუსული ‘დარკნეტის’ კარტელების დამზადებული მომაკვდინებელი სინთეტური ნარკოტიკები თბილისის ცნობილ ღამის დაწესებულებებში ვრცელდება. Vice-ის წარმომადგენელი ბო ჰანა საქართველოში გაეშურა იმის გასაგებად თუ როგორ შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს ქვეყანაში, სადაც ნარკოტიკების ერთმა მილლიგრამმაც კი თავი ციხეში ათი წლით შეიძლება ამოგაყოფინოს” – წერს Vice.
ფილმის ნახვა, რომელმაც საქართველოში დიდი ინტერესი გამოიწვია, Vice-ის იუტუბის გვერდზეა შესაძლებელი.