fbpx

60-იანი წლების იაპონია: ბერტ გლინის ფოტოსერია – MAGNUM


გააზიარე სტატია

ბერტ გლინის შთამბეჭდავი ფოტოები 60-იანი წლების იაპონიის მდიდარ კულტურას აღწერს და ამავდროულად გვიჩვენებს ფოტოგრაფის ოსტატობასაც.

”სინამდვილეში, თქვენ აღმოჩენა გევალებათ და არა რაღაცის გამოგონება, არც წინასწარ უნდა გქონდეთ განსაზღვრული, თუ რის აღმოჩენას აპირებთ”, – იხსენებდა ბერტ გლინი ჰენრი კარტიე-ბრესონის რჩევას. 

Magnum-ის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული წევრი, გლინი ხმამაღლა საუბრობდა იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა მის პრაქტიკაზე სააგენტოს უნიკალურმა და ინოვაციურმა მიდგომამ ფოტოჟურნალისტიკაში. “ის, რასაც მაგნუმში ბევრი ჩვენგანი ვაკეთებდით, საერთოდ არ იყო ამბის  უარყოფა,   ეს იყო მცდელობა, ინდივიდუალურად გადაგვეღო უკეთესი ფოტოები და შეგვექმნა განსხვავებული სიუჟეტები ჩვენივე  აღმოჩენებზე.


აეროპლანით გასეირნება კარნავალზე, აყვავებული ალუბლების შუაგულში. ნარა, იაპონია. 1961. © ბერტ გლინი | მაგნუმის ფოტოები

 


იაპონია. 1961. © ბერტ გლინი | მაგნუმის ფოტოები

 

ბუდისტი მღვდელი იანო კაშა  1293 წელს დაარსებულ ნაზენჯის ტაძარში. კიოტო, იაპონია. 1961. © ბერტ გლინი | მაგნუმის ფოტოები

 

ფესტივალის თანამშრომელი საკეს კასრების წინ. ტოშუგო შრინე. ნიკო, იაპონია.  1961. © ბერტ გლინი | მაგნუმის ფოტოები

 


უფროსი გეიშა. ტაკეჰა ფუძიმოტო. კიოტო, იაპონია. 1961. © ბერტ გლინი | მაგნუმის ფოტოები

 


ორი გეიშა საღამოს შეხვედრაზე მიიჩქარის. კიოტო, იაპონია. 1961. © ბერტ გლინი | მაგნუმის ფოტოები

ბერტ გლინი იაპონიაში 1961 წელს გაემგზავრა Holiday magazine-ის მოგზაურობის სერიისთვის აზიისა და სამხრეთის ზღვის გადასაღებად. ამ სერიის მიხედვით მოგვიანებით შეიქმნა წიგნი,  სახელწოდებით “იაპონიის პორტრეტი” , რომელიც დამატყვევებელ იაპონურ ლანდშაფტებსა და ხალხს ასახავს. 

ტექნიკური პერფექციონისტის, ბერტ გლინის ფოტოები ცხადყოფს ფერად ფოტოგრაფიაში მის ოსტატობას  ჯერ კიდევ იმ დროს, როცა გავრცელებული მხოლოდ შავ-თეთრი ფოტოების გადაღება იყო.  ოქროსფერ მზის შუქში გახვეული ფუჯის მთა, სავსე მთვარე, თავისი დრამატული ტონებით,  ხორბლის გაფხვიერებული მინდვრები, ნაზი  ყვავილები,  რეგიონში მცხოვრები ხალხის პორტრეტები – ბერტ გლინი თავის ფოტოგრაფიაში პეიზაჟებს სიურეალისტურ ელფერს სძენს და ამავე დროს, სამოციანი წლების დასაწყისის იაპონიის სრულყოფილ სურათს წარმოგვიდგენს.

ფუჯის მთის ქვეშ, მინდვრებში მიწაზე მომუშავეები. ხუთი ტბა, იაპონია. 1961. © ბერტ გლინი| მაგნუმის ფოტოები

 


იაპონია. 1961. © ბერტ გლინი | მაგნუმის ფოტოები

 


სათევზაო ნავი სახლისკენ ბრუნდება. იზუს კუნძული. იაპონია. 1961. © ბერტ გლინი| მაგნუმის ფოტოები

 

სავსე მთვარე ფუჯის მთაზე. იაპონია. 1961. © ბერტ გლინი | მაგნუმის ფოტოები


ბერტ გლინი: ”დავიჯერე, რომ გამონაგონზე უპირატესი რაღაცის თავიდან აღმოჩენაა. მნიშვნელოვანია არა ის, თუ რას ვაკეთებ, არამედ ის, თუ რა დამატყდება მოულოდნელად თავს, რას აღმოვაჩენ.”

 


ჰოლიჰოკის ფესტივალზე გეიშას ფორმაში გამოწყობილი მონაწილე. კიოტო, იაპონია. 1961. © ბერტ გლინი | მაგნუმის ფოტოები

 


იანგიზაკი ტერუო, შინტოს მღვდელი, მედიტირებს ჰეიანის სალოცავში. კიოტო, იაპონია. 1961. © ბერტ გლინი | მაგნუმის ფოტოები

ფარნები კასუგა შრინეს სავალ გზაზე, რომელიც 768 წელს ნარაში დაარსდა. იაპონია. 1961. © ბერტ გლინი | მაგნუმის ფოტოები

 

კულტურული ანთროპოლოგიის ცოდნამ სამოგზაურო ფოტოგრაფიაში გლინის მიდგომა ჩამოაყალიბა. იმ ქვეყნების ყოვლისმომცველი ვიზუალური შესწავლა, რომლებშიც გლინი მოგზაურობდა, დასავლელი მკითხველისთვის გარკვეულწილად უცნობი კულტურების შესახებ წარმოდგენას ქმნის.

 


კაბუკის თეატრის მსახიობი, კანზაბურო ტოში, რომელიც სცენაზე გამოსვლამდე ემზადება. იაპონია.  © ბერტ გლინი | მაგნუმის ფოტოები

 


იაპონია. 1961. © ბერტ გლინი | მაგნუმის ფოტოები

 

მომლოცველები ფუჯის მთაზე მზის ამოსვლის დროს. იაპონია.  © ბერტ გლინი | მაგნუმის ფოტოები


ორიგინალი: https://www.magnumphotos.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.